ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
31 მაისი, 2017


ვიგონებ გრანელს

უცხო სითეთრე
ჩამობარდნილ, მაღალი მთების,
გაშლილი მხრები
არწივების, მზერა ამაყი
მომნატრებია...
ნატაძრალთან აშლილა წლები,
დაბერავს ქარი, 
მოგონებებს გულზე დამაყრის.
სველ თმებს იწურავს მზე,
სახეში მახვედრებს შხეფებს,
ერთმანეთს ჰგავენ
ეს დღეებიც, ჰგავენ ერთმანეთს
და ძაღლებივით
ორღობეში ფიქრები ყეფენ...
ვიგონებ გრანელს-
სევდიანი ლექსების მეფეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები