ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: იუმორისტული
31 მაისი, 2017


ბატ. გელა მუხაშავდიას

ვერ გაგვიყვიხარ ორ კუთხეს,
დღემდე გამხდარა სადავო,
მუხაშავდია გურული,
ნეტა საიდან სადაო?
რომ დაიბადეთ გურიას,
ეგ დიდი არაფერია,
უთუოდ იყო მეგრელი,
თქვენი ბაბუის ბებია.
თქვენი ჯიში და ჯილაგი
რა ჩვენი დასადგენია,
გურიაც ჩვენი ძმა არის,
ისიც ქართული გენია.
ქედს ვიხრით ჩვენ თქვენს წინაშე,
ვერ გვშველის ,,ია,, სუფიქსი,
და დაგვრჩენია ვილოცოთ,
თქვენი გამზრდელის სულისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები