ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
4 ივნისი, 2017


შეწირულთა ხსოვნისა

შენ შეწირული ბატკანი ხარ, - ქრისტეს ზვარაკი,
სანთლად სამშობლოს შეწირულთა ხსოვნაც მინთია!
ვარ რუსთველის და ვაჟას ენით მოლაპარაკე,
იმდენ ტკივილს ვწერ, - თითებზეც რომ ვერ დაითვლიან!

შენ შეწირული ბატკანი ხარ, - ქრისტეს ტარიგი,
ცოცხალს შეწირულ გმირთა ხსოვნაც სანთლად მინთია!
მჯერა ნათელი მომავლის და არსთა განმრიგის,
ეს ყველაფერი სიმართლეა, განა მითია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები