დარდაკი * სულში ნაღველი არ უნდა ჩაგეწვეთოს, თორემ დაიარავდებიო. იმიტომაც იწვა მთელი ზაფხული შავთხილა ვაზის ძირში და არხეინად უსტვენდა. დიდი დარდაყრილი კაციაო, დარდდაუდგომელი, დიდი დარდაკი. ჩააწობდა წვნიან ჯამში კარგა მოზრდილ ყუას და მიაძღებოდა ძაღლაპურას ტუჩების ტკაპუნით. არსაით არავინ არა ჰყავდა, არც მომკითხავი, არც გამკითხავი. არსაფიქრალს არ ფიქრობდა, არსათმენს არ ითმენდა, იწვა მთელი ზაფხული შავთხილა ვაზის ძირში და არხეინად უსტვენდა. - კაცოო, რა მლაშე ხვართქლასავით შემოხვევიხარ ვაზის ღეროს, ადე , გაიარ-გამოიარე, დაკუტკაცდებიო. - გადასძახებდა ხოლმე დროდადრო მეზობელი, მაგრამ უსმენარას რას გააგონებდა. - ჰაე, გველეშაპოო, ადექ, გახმა ვაზი შენი ზედ გდებითაო... არა, დარდაკი გადაბრუნდებოდა და შეაქცევდა ზურგს მაწუხებელს. სანამ თბილი ამინდები იყო, სანამ მიწა სიცივეს აკრეფდა მანამდე ვაზის ძირში იწვა. გრილ და სუსხიან ამინდებში კედელ-ყურესთან, დიქტის ნაგლეჯზე, ფირფიცარზე მიეგდებოდა. შევიდოდა ისევ მეზობელი, გადმოუქოთებდა ძველმანებით პირსავსე უჯრას, ამოაძვრენდა დედამისის ან დის ნაქონ ბამბაზიის კაბა-კუბას ფიცარ-დიქტზე დასაგებად, დარდაკი გამოსტაცებდა ხელიდან, ჩაიკრავდა გულში ტანსაცმელს და ისევ არხეინად უსტვენდა. ხუთი ქათამი ჰყავდა ქვეყანაზე, ისინიც ზაფხულობით ეზოს ძირში ძუძუმაყვალას თუ გაკენკავდნენ, ზამთარში კედელ-ყურეს ეფარებოდნენ მასავით. რით ასულდგმულებდა დარდაკი არავინ იცის, ქათმები კი ცოცხლობდნენ. ბავშვები რომ მიადგებოდნენ მის ღობეს და ქვების სროლას დაუიწყებდნენ, არც მათ უგდებდა ყურს დარდაკი, უსტვენდა და უსტვენდა. ალალეს ქვრივი თუ გამოვარდებოდა ბრახუნზე და გალალავდა ბავშვებს მისი ღობიდან. - დაეხსენით, თავისი სატკივარი ეყოფაო. ალალეს ქვრივი ჭირისუფლობდა დარდაკს. მამა ადრე გარდასცვლია საწყალს. პატრონობდა დედასა და დას პატარა ბიჭი. დედაც დარდის მდინარემ წაიღოო წლისთავზე, დარჩენილან ორნი, და და ძმა. რამდენიმე წლის შემდეგ და სკოლიდან აღარ დაბრუნებულა. სად აღარ უძებნიათ, მერე ძმა გადაჰყრია სოფლის ბოლოს, ნასახლარების იქეთ, ხეზე ჩამომხრჩვალს. გამოქცეულა სახლში, აი, იმ შავთხილა ვაზის ძირში ჩაკეცილა და ნება- ნება უფხოკნია მიწა გარშემო. რა აღარა თქვეს: ვინც უყვარდა იმან არ წაიყვანა და იმიტომ გაშავდა და დაბნელდა ეგ საბრალოო! არაო, იმიტომ არ წაიყვანაო, რომ ესაო !.... არაო, იმიტომ არ წაიყვანაო, რომ ისაო!.... აკი, სულში ნაღველი არ უნდა ჩაგეწვეთოს თორემ დაიარავდებიო?! იმის შემდეგ იწვა დარდაკი შავთხილა ვაზის ძირში და არხეინად უსტვენდა. -შვილო, წვეხარ, წევხარ, რაღას უსტვენო, - ერთხელ ტირილით უკითხავს ალალეს ქვრივს დარდაკისთვის. - მარტოობას ვაფრთხობ და იმისათვისო...იქნება და თავად მარტოობა აფრთხობს დარდაკს და იმიტომაც ხმიანობს.
დარდაკი - შტერი, სულელი
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. საოცრად ჩემია... იოლად არ მადგება თვალებზე ცრემლი.... საოცრად ჩემია... იოლად არ მადგება თვალებზე ცრემლი....
10. მომეწონა მოკლედ და მხატვრულად გადმოცემული ერთი ადამიანის ტრაგედია, თანაც ისე რომ შეკითხვებიც არ გიჩნდება. ყველაფერი ნათქვამია. მომეწონა მოკლედ და მხატვრულად გადმოცემული ერთი ადამიანის ტრაგედია, თანაც ისე რომ შეკითხვებიც არ გიჩნდება. ყველაფერი ნათქვამია.
9. კარგია მომეწონა. რაც შეეხება დარდაკის -4 კომენტარი საინტარესოა, თუმცა წარმომავლობის დადგენა რომ ეს სიტყვა სხვა ენაში სხვას ნიშნავს ამით არ შეიძლება წამომავლობა დადგინდეს, მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ვიყავი უცხოეთში ევროპაში, მებობრულ წრეში ერთ ახალგაზრდა მამაკაცს , რომელსაც დიპლომი აუღია და იმწელსვე დაუწყია მუშაობა, მეორე მამაკაცმა ჰკითხა, რამდენი დაგინიშნეს პენსიაო, მე გამიკვირდა და ჩუმად ვიკითხე რა ჭირს ამ ახალგაზრდასთქო , რა უნდა ჭირდესო , ამიხსნეს აქ თურმე პენსია ხელფასი ყოფილა . სულ მესმოდა შუკა, შუკა, შუკა ხო იცით გურიაში რას ნიშნავს ხოდა აქ ძებნას ნიშნავდა.
ერთხელ სახლის პატრონთან მებუხრე მოვიდა საკვამური შეამოწმა და სულ მეხი, მეხიო ახსენებდა, ამიხსნეს მებუღრემ თქვა რომაო გალესილ საკვამურს სახურავზე გარედან ხავსი აქვს მოდებული და გაწმინდეთო ასე რო პენსია- ხელფასი. შუკა-ძებნა. მეხი-ხავსი. ყოფილა სხვა ენაზე, ხოდა მოდი და გაიგე წარმომავლობა.
კარგია მომეწონა. რაც შეეხება დარდაკის -4 კომენტარი საინტარესოა, თუმცა წარმომავლობის დადგენა რომ ეს სიტყვა სხვა ენაში სხვას ნიშნავს ამით არ შეიძლება წამომავლობა დადგინდეს, მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ვიყავი უცხოეთში ევროპაში, მებობრულ წრეში ერთ ახალგაზრდა მამაკაცს , რომელსაც დიპლომი აუღია და იმწელსვე დაუწყია მუშაობა, მეორე მამაკაცმა ჰკითხა, რამდენი დაგინიშნეს პენსიაო, მე გამიკვირდა და ჩუმად ვიკითხე რა ჭირს ამ ახალგაზრდასთქო , რა უნდა ჭირდესო , ამიხსნეს აქ თურმე პენსია ხელფასი ყოფილა . სულ მესმოდა შუკა, შუკა, შუკა ხო იცით გურიაში რას ნიშნავს ხოდა აქ ძებნას ნიშნავდა.
ერთხელ სახლის პატრონთან მებუხრე მოვიდა საკვამური შეამოწმა და სულ მეხი, მეხიო ახსენებდა, ამიხსნეს მებუღრემ თქვა რომაო გალესილ საკვამურს სახურავზე გარედან ხავსი აქვს მოდებული და გაწმინდეთო ასე რო პენსია- ხელფასი. შუკა-ძებნა. მეხი-ხავსი. ყოფილა სხვა ენაზე, ხოდა მოდი და გაიგე წარმომავლობა.
8. ძალიან კარგია. აქ სულ სავსეა ბეღელიო, თაზომ და ასეა ნამდვილად. :) ძალიან კარგია. აქ სულ სავსეა ბეღელიო, თაზომ და ასეა ნამდვილად. :)
7. შემოვაღწიე როგორც იქნა :) უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ <3
ნეფერტარ, ას სიტყვაზე მეტია, თორემ როგორ არ გავაგზავნიდი :))) ან ას სიტყვაზე მეტი გამომდის ან ძალიან ნაკლები : უშვილო ქალი ყოველ დილით ლოცულობდა ობოლი ბავშვბისათვის . ან მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დაკეტილ სახლში ფარდა გადასწიეს, ალბათ შვილები- სახლის ანგელოზები დაფარფატებენ .... აქ იყოს თორემ სადმე მიმეკარგება ესენიც.
არმენ, წარმომავლობა არ ვიცი მაგრამ ილიასთან მინახავს ეს სიტყვა, ინანიშვილთანაც და გრიშაშვილისაც აქვს, ყველგან ყეყეჩის მნიშვნელობითაა, სულელის :) შეიძლება სომხურად ცარიელსაც ნიშნავდეს , რა საინტერსოა არა, ენა როგორი ცოცხალი ორგანიზმია , რამდენ სიტყვას იწოვს და რამდენსაც ივიწყებს..
შემოვაღწიე როგორც იქნა :) უღრმესი მადლობა ყველას, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ და კითხულობთ <3
ნეფერტარ, ას სიტყვაზე მეტია, თორემ როგორ არ გავაგზავნიდი :))) ან ას სიტყვაზე მეტი გამომდის ან ძალიან ნაკლები : უშვილო ქალი ყოველ დილით ლოცულობდა ობოლი ბავშვბისათვის . ან მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დაკეტილ სახლში ფარდა გადასწიეს, ალბათ შვილები- სახლის ანგელოზები დაფარფატებენ .... აქ იყოს თორემ სადმე მიმეკარგება ესენიც.
არმენ, წარმომავლობა არ ვიცი მაგრამ ილიასთან მინახავს ეს სიტყვა, ინანიშვილთანაც და გრიშაშვილისაც აქვს, ყველგან ყეყეჩის მნიშვნელობითაა, სულელის :) შეიძლება სომხურად ცარიელსაც ნიშნავდეს , რა საინტერსოა არა, ენა როგორი ცოცხალი ორგანიზმია , რამდენ სიტყვას იწოვს და რამდენსაც ივიწყებს..
6. ეს რომ წაგეღო იმ რაღაც ასსიტყვიან კონკურსზე შენი იქნებოდა პირველი ადგილი და რაღაც პრემია, თუმცა რა ფულით შეიძლება შეფასდეს ასეთი საგანძური. 5.
ეს რომ წაგეღო იმ რაღაც ასსიტყვიან კონკურსზე შენი იქნებოდა პირველი ადგილი და რაღაც პრემია, თუმცა რა ფულით შეიძლება შეფასდეს ასეთი საგანძური. 5.
5. ძალიან "ძლიერია"...
ძალიან "ძლიერია"...
4. უზუსტესი შეფასება დაწერა თაზომ, სრულიად ვიზიარებ. ისე, ინფორმაციისთვის დავამატებ, რომ ,,დარდაკ" სომხურად ცარიელს ნიშნავს. ამას იმისთვის არ ვწერ, რომ სიტყვის სომხურ წარმომავლობას გავუსვა ხაზი, - ორივე სპარსულიდან ან ოსმალურიდან უნდა მომდინარეობდეს, ასე მგონია :) :) +5 უზუსტესი შეფასება დაწერა თაზომ, სრულიად ვიზიარებ. ისე, ინფორმაციისთვის დავამატებ, რომ ,,დარდაკ" სომხურად ცარიელს ნიშნავს. ამას იმისთვის არ ვწერ, რომ სიტყვის სომხურ წარმომავლობას გავუსვა ხაზი, - ორივე სპარსულიდან ან ოსმალურიდან უნდა მომდინარეობდეს, ასე მგონია :) :) +5
3. მშვენიერია! 5 მშვენიერია! 5
2. აქ სულ მუდამ სავსეა ბეღელი. 5 აქ სულ მუდამ სავსეა ბეღელი. 5
1. ეს ცერცვისტოლები ისეთებია <3 ეს ცერცვისტოლები ისეთებია <3
|
|
მონაცემები არ არის |
|
|