ნაწარმოებები



ავტორი: კოზეტ ფოშლევანი.
ჟანრი: საბავშვო
11 ივნისი, 2017


ბარტყი

სანამ მზის სხივს ეძინა
ცისარტყელის თვალით,
დილით ბაღს მიაშურა
თვალმერცხალა ნანიმ.

სულ მთლად გადაეკონა,
ათასფერა ყვავილს,
გული სითბოდ აავსო
და კალათა-მარწყვით!
 
კუჭკუჭებს და ხარობს,
სულ არ დარდობს,არც კი...
ხედავს ზღურბლთან ბუდიდან,
ჩამოვარდა ბარტყი:

-რა უმწეოდ ჟღავის,
ღუნღულა და ჩვილი,
დავუბრუნოთ დედას,
პაწაწინა შვილი.

აიყვანა ხელში,
მოეფერა ბევრს და
-ალბათ შენც ჩემსავით,
გულში გიკრავს დედა! 










კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები