ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“. ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 20 სექტემბერი     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
1 აგვისტო, 2017


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი IX )

                                                                                                                        ***
   
  ნათქვამია, რომ საკუთარი ცხოვრება თავად უნდა შექმნა. ეს იგივეა, როგორც მხატვრისთვის ესკიზი ნახევრად ცარიელ ტილოზე. თუ ყოველ დეტალსა და ემოციას სწორად გადაანაწილებ მაშინ ის უნაკლო იქნება. ხოლო დასასრულს სიყვარულის დამატება არ დაგავიწყდეთ, რომელიც ისეთივე იდუმალია ყოველი ჩვენგანისათვის, როგორც "მონა ლიზას" ღიმილი უნაკლო ტილოზე. გახსოვდეს, რომ სრულყოფილება შენს ხელთაა!

                                                                                                                        ***
გზად მიმავალს ისევ უკან მომყვებოდა და არც მის საუბარს უჩანდა ბოლო. რამოდენიმე კვარტლის შემდგომ გაჩერებაზე ტრანსპორტის მოლოდინში შევყონდი და ჩანთაც იქვე სკამზე ჩამოვდე. ის კი შეუპოვრად ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, რათა გადამედო ყველანაირი საქმე და მას გავყოლოდი. თავადაც არ ვიცი სად მეპატიჟებოდა, თუმცა ნამდვილად არ მეცალა მისი მორიგი ახირებისთვის. მისმა ასეთმა აქტიურობამ იქ მდგარი ხალხის ყურადღებაც მალევე მიიპყრო. ცოტაც და ასეთი უხერხულობისგან სახეზე სულ მთლად გავწითლდებოდი. არაფრის გაგონება არ მინდოდა, რადგან გონებაში მხოლოდ მარიამისთვის ნათქვამი სიტყვები მიტრიალებდა. შინაგანად ძალიან მაწუხებდა, რომ ჩემმა აღელვებამ ასეთი სიბრაზე გამოიწვია და პირველივე რაც პირზე მომადგა ის ვუთხარი. მარიამი არ იმსახურებდა ამას. თავის მთლიან ენერგიას ჩემი პრეზენტაციის ორგანიზებაში ხარჯავდა მე კიდევ ყველაფერი გავაფუჭე. არც ის გამიკვირდებოდა თუ ჩაშლიდა ორგანიზებას  და ამით მართლაც დავრჩები ნაწერების ანაბარად. ეს ფაქტი იმდენად არ მანაღვლებდა, რამდენადაც ჩემი უგუნური საქციელი. სასწრაფოდ უნდა მენახა და სიმართლე მეთქვა მისთვის. მნიშვნელობა აღარ აქვს რას მოიმოქმედებს ამის შემდგომ. შესაძლოა აღარც კი გაუჩნდეს დახმარების სურვილი .წინასწარ ვერასდროს ვერაფერს გაიგებ. ახლა მთავარი მხოლოდ სიმართლეა, უფრო სწორად კი ის რეალობა რის წინაშეც ვდგავარ და ვცდილობდი მას ეს არ ეგრძნო. იქნებ ვცდები და ის საერთოდაც არაა ასეთი?! ღმერთო მომეცი ძალა, რათა დავიბრუნო ჩემი ცხოვრების ნათელი ფერი.
-არ მისმენ? -იმდენად ვიყავი გართული ფიქრში, რომ წამით "ვისნუშკებიანის' სიახლოვეც კი გადამავიწყდა.-შენ გელაპარაკები.
-მომისმინე! ახლა ძალიან მეჩქარება და სხვა დროს შევხვდეთ ერთმანეთს.
-სხვა დრო აღარ იქნება. დღესვე უნდა წამომყვე ერთ ადგილას და დანარჩენს მერეც მიხედავ.
-სხვა დრო რატომ არ იქნება?-ვკითხე მას.
-შენც ხომ იცი, რომ სხვებივით არ ცხოვრობ. ყველგან გეჩქარება, რადგან გინდა რომ ყველაფერი მოასწრო. ცხოვრებას კი არ მიყვები უბრალოდ გარბიხარ.
-ერთი სიტყვაც ვერ გავიგე შენი ნათქვამიდან და აჯობებს სხვა დროს იყოს.
-აი, ხომ ხედავ? ახლაც გარბიხარ.
-...
-ხვალ, როგორც გინდა ისე მოიქეცი. ახლი კი მე გამომყევი, დამიჯერე!
   
    ღრმად ჩავისუნთქე და საბოლოოდ მაინც დავთანხმდი მის წინადადებას. ჩანთას ხელი მოვკიდე და გავყვევი. ის კი ღიმილიანი სახით ამომიდგა გვერდით და ჩანთაც თავად გამომართვა.
-ერთი რაღაც მინდა გკითხო, ნანკა.
-გისმენ.
-როდესმე მოწყენილი ყოფილხარ?
-არა -კითხვის დასრულებასაც არ დაელოდა. -მოწყენისთვის დრო ნამდვილად არ მრჩება. მთავარი... საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა და რაც შეიძლება მეტი ღიმილია. ვერ ვხვდები რატომ უნდა იარო ცხვირ ჩამოშვებულმა, როდესაც გარშემო ასეთი ლამაზი სამყარო გაქვს. თუ ადამინებმა აღქმის უნარი დაკარგეს ეს სხვა საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით.
-და ეს ვისი დამსახურებაა?
-იმ ადამინების ვის გასაცნობდაც ახლა მიმყავხარ.
-და რატომ მაინც და მაინც მე?
-იმიტომ რომ შენც ისე გაგიცანი როგორც ისინი.
-სად? -გამეღიმა -გაჩერებაზე ქოლგით ხელში?
-სხვათაშორის ყოველთვის არ წვიმს, ლევან!
-ვხუმრობ.
-კი. ისინიც სხვა და სხვა დროს გავიცანი. მოკლედ დარწმუნებული ვარ, რომ კარგ დროს გაატარებ ჩვენთან ერთად. და თუ დღის ბოლოს ასე არ მოხდა... შეგიძლია შენს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდე.
-შევთანხმდით!
-ოღონდ უჩემოდ.

                                                                                                                                          ***
  წიგნს -მწერლები ქმნიან, შედევრებს - მხატვრები, ხოლო ადამიანის ცხოვრებას ადამიანები ქმნიან. თუ ცხოვრებაში არ შეგხვედრიათ განსაკუთრებული ადამიანი მაშინ არც წიგნი შეიქმნება და არც ნახატი იქცევა შედევრად, რადგან ყველაფერ განსაკუთრებულს, განსაკუთრებული ადამიანები გვჩუქნიან.  სიყვარულს, რისი ძალითაც იქმნება ყოველივე გარშემო. უცნაურია მაგრამ ვატყობდი, რომ რაღაცნაირად მომწონდა კიდეც მისი შეუპოვრობა. გზად იმდენ საინტერესო ისტორიებს მიყვებოდა, რომ მივხვდი მისდამი წარმოდგენები აშკარად მცდარი მქონია. გარკვეული დროის შემდგომ ერთ ძველ შენობას მივადექით, რომელშიც მაცხოვრებლები აღარ იყვნენ. ნაგებობის სიძველისგან გამომდინარედ ამის მიხვედრა რთული არ იყო, თუმცა ის სწორედაც, რომ შიგნით მეპატიჟებოდა. იმის მტკიცებას კი კვლავ განაგრძობდა, რომ "წინ" მელოდა ის რასაც ხშირად ვერ ნახავ. ხანდახან ცნობისმოყვარეობას მიყავხარ იქ სადაც შენი ცხოვრების მთავარი არსი იწყება. ყოველ გაუაზრებელ ნაბიჯს "ცნობისმოყვარეობას" ვარქმევთ არა და სინამდვილაში შენ აღმოჩნდი იქ სადაც ისედაც უნდა მისულიყავი. გულის კარნახი ეს სულის მოწოდებაა და აზრი - ყოველ შენს ნაბიჯში.
 


                                                                                                                              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები