ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: გიო ზედვაკელი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2017


სოფლიდან წასვლა

მთვარე  და  თრობა,თრობა და  სიმი,
ერთი ჩემი ძმა უკრავს  გიტარას,
მეორე- დგება და სადღაც სიმინდს
და ჯერ  უმწიფარ თხილებს  იპარავს.
ვსვამ.
შემიყვარდა მეზობლის ქერა
სტუმარი გოგო,
გოგო–კესანე.
სამი კვირაა ან თითქმის  თვეა,
რაც მე სიმშვიდეს გამოვესალმე.
სტუმარი  გოგო:
თვალებით  იის,
ტანად შვლის  ნუკრი,
ღიმილით მზე და..
ვხვდები,წამიყანს  ხვალიდან თბილისს.
შენ კი სოფელში  დაგტოვებ ,დედა.
შეტოპავს მთვარე საიხვში მკერდით,
და მისტიური იქნება  კადრი
მე ხვალ  თბილისში მივდივარ,  დედი,
და  უნდა  ავდგე  ძალიან ადრე.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს