ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: mrs.smith
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2017


მსუქნების ლოცვა

 

  უნდა ვაღიარო: ცოტათი მეც დავეხმარე ღმერთს, მერწმუნა მისი.
  ის პუდრმოყრილ ზეფირს ჰგავს.
  ,,ტკბილო ღმერთო, ელაიზა იყოს ჩემი.“
  ელაიზა ვაშლისგემოიანი გოგოა. მე ის არასოდეს გამისინჯავს. შაბათობით გადმოდგება აივანზე და ხალიჩებს ანიავებს.

  ჩვენ ერთდღიანი სიყვარული გვქონდა.

  გაფრენილ ხალიჩას ვაძებნინებდი. ვაცინებდი. ის ლოყებს ბერავდა და მაჯავრებდა. ცოტათი მწყინდა. მოხალულ თხილს ვაჭმევდი. თმას ვუსწორებდი. მერე ვიპოვეთ ხალიჩა და დავშორდით.
  იმ ღამით მეძავების ქუჩაზე ვიყიდე მარწყვი და გოგონა. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ ელაიზა იყო.

    ერთ შაბათსაც ნამძინარევი ელაიზა გამხდარ, დენთისსუნიან ბიჭთან ერთად გადმოდგა აივანზე. ხალიჩების მაგივრად ვნებები გამოფინეს.
  ,,ტკბილო ღმერთო, აღარ მწამს შენი.“

  მე ცრუმორწმუნე ვარ და მჯერა: რომ გავმხდარიყავი, არ მიმატოვებდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს