ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ემილი1999
ჟანრი: დრამატურგია
23 ივნისი, 2017


ზღვის სუნთქვა I,II,III

I
(ალი) -რას ხედავთ?
(ლეილა) -ვერაფერს.
(ალი) -როგორ თუ ვერაფერს?
(ლეილა) -მხოლოდ ფერებს.
(ალი) -მითხარით.
(ლეილა) - წითელს, მწვანეს, ზოგჯერ ოქროსფერს.
(ალი) - კარგი, 'გაახილეთ თვალ'ები', ახლა რას ხედავთ?
(ლეილა) - თქვენ.
(ალი) - ირგვლივ?
(ლეილა) - ნივთებს.
(ალი) - როგორს?
(ლეილა) - ჩვეულებრივ.
(ალი) - მომაწოდეთ ერთ_ერთი ნივთი.
(ლეილა) - ახლავე, მაგრამ მე...
(ალი) - დიახ, ეს იმიტომ რომ მე აქ ნივთს ვერ ვხედავ.
(ლეილა) - მაგრამ მე ხომ...
(ნიკალაი) - დოქტორო, თქვენთან მნახველია.
(ალი) - დამელოდეთ. მალე დავბრუნდები.

II
(საშა) - სწრაფად!
(ალი) - რა მოხდა?
(საშა) - პაციენტი, მეორე პალატაში.
(ალი) - ახლავე მოვდივარ, მაპატიეთ...
რა მოუვიდა?
(ნიკალაი) - რაღაცას წერდა და უცებ გონება დაკარგა.
(ალი) - რას წერდა?
(ნიკალაი) - წერილს...
(ალი) - მაგრამ, მას არავინ ჰყავს.
(ნიკალაი) - საკვირველია.
(ალი) - მორჩით ლაპარაკს, დამეხმარე... იმედი მაქვს მალე გამოჯანმრთელდება.
(ნიკალაი) - გამოჯანმრთელდება.
(ალი) - დიახ, რათქმაუნდა.
(ნიკალაი) - თქვენ, ისე ამბობთ, თითქოს ყველა ვინც გარეთაა, ჯანმრთელი  დაიარებოდეს.
(ალი) - არ დაიწყო ახლა... წყალი მომაწოდე.
(ნიკალაი) - ინებეთ, დავუბრუნდები თქვენს ნათქვამს, თუ ნებას დამრთავთ.
(ალი) - დაღლილი ვარ.
(ნიკალაი) - თქვენ ვერ ამჩნევთ.
(ალი) - რას?
(ნიკალაი) - რა დიდი საჩუქარია ცხოვრება.
(ალი) - ვიცი, ზოგის შემთხვევაში კი...
(ნიკალაი) - თქვენ ფული გაქვთ, ისევე როგორც მე, ცოტათი განსხვავებაა.
თუმცა ცხოვრება სრულყოფილი რომ იყოს, ამისათვის ყველაფერია საჭირო.
(ალი) - რის თქმას ცდილობ?
(ნიკალაი) - თქვენ ის შეგიყვარდათ.
(ალი) - ნუ სულელობ.
(ნიკალაი) - ასეა, მაგრამ...
(ალი) - მე ისიც არ ვიცი, ვინ უყვარს.
(ნიკალაი) - თქვენ ამბობთ, რომ არავინ ჰყავს. რატომ გჯერათ ამის?
(ალი) - თუ ასეა, სად არის?
(ნიკალაი) - ვინ იცის, იქნებ მასზე ფიქრობს ან...

III
(ლეილა) - რა მოხდა?
(ალი) - არაფერია, გონება დაკარგეთ, თავს როგორ გრძნობთ?
(ლეილა) - სუსტად.
(ალი) - უნდა დაისვენოთ.
(ლეილა) - სული?
(ალი) - უკაცრავად?
(ლეილა) - სიმშვიდე სჭირდება.
(ალი) - ეგ მაშინ როდესაც, გული ჩერდება.
(ლეილა) - დამეხმარეთ...
(ალი) - არ შემიძლია, ღმერთი ყველაფერს თვითონ მოიმოქმედებს.
(ლეილა) - და თუ ურწმუნო ვარ?
(ალი) - არ არსებობს, ახლა დაისვენეთ გთხოვთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნიგოზა ვულოცავთ დაბადების დღეს