ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: საბავშვო
25 ივნისი, 2017


ცეკვის გაკვეთილი

მარცხნივ - მარჯვნივ... მარცხნივ - მარჯვნივ...
ფიცხი... ხანაც მშვიდი ვარ,
ერთი... ორი... სამი... ოთხი...
ხუთი... ექვსი... შვიდი... რვა.

მალე ჩემო მოწაფენო! -
გასტროლებზე მივდივართ,
ერთი... ორი... სამი... ოთხი...
ხუთი... ექვსი... შვიდი... რვა.

ჩვენი ცეკვის გაკვეთილი
თითქმის უკვე სრულდება,
რამდენიმე დღეც და... ჰეი! -
ნატვრა აგისრულდებათ.

ქვეყნებს ცეკვით შემოვივლით,
ქართულ ჭაპანს ვეწევით,
ყველა ერთად გავიხარებთ
ღვთის მადლით და შეწევნით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები