ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
26 ივნისი, 2017


მირწ...ყვააა

ნინო დარბაისელი

მირწ...ყვააა
- -

ოღონდ ეგ ცრემლი არ დამანახვო!
სიავისათვის იმ საწყაოთიც აღარ ღირს მირწყვა.
მო, ბეწვის ხიდზე ჩამოვსხდეთ და თვალი ვაყოლოთ,
როგორ ახარებს მოლს ალმასებით  მორწყვა და მირწყვა.
თან - ცალი ყური მომაპყარი:

როდესაც  მივხვდი, რომ ყველაფერი - წყლის ნაყვაა,
მე  მოვინდომე,
დავივიწყო ჩემთვის ნათქვამი
ბოროტი სიტყვა.
ყველას, ვინც  გული დამიკოდა,
ანდა გამრიყა,
ყველას, ვინც ჩემი საიდუმლო უცხოს მოუყვა,
ჭორით დამსეტყვა,
მომატყუა,
ვინც იღბალს მიჰყვა,
ვინც გამაბრიყვა ან დამიბრიყვა,
ჩამონათვალში ვინც ვერ მოჰყვა,
ყველას,
სუყველას
მთელი გულით და მთელი არსებით მსურს
ერთიანად დავუყვავო:

- ყვააააააააააააააააააა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები