ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: პოეზია
27 ივნისი, 2017


გამობალების დაქლიავება (ვუძღვნი ,,ურაკს'')

  გამობალების დაქლიავება
              ვუძღვნი  ,,ურაკს''
ლექსებს არასდროს არ ვწერ ბალისთვის,
ბლისთვის კი არა, ქულას ვგულისხმობ,
არ მენაღვლება ვინ რას დამითვლის,
რამენაირად გავძლებ უმისოდ.
ბალი არ ზომავს გამობალებას,
დაქლიავებას - შავი ქლიავი,
ვფიქრობ, არავის გამოადგება,
ჩემი მუზების უშნო პიარი;
გამობალების დაქლიავება,
მიზნად მოჰყვება ახალ ეპოქას,
დაღმართს დავადექ, მაგვიანდება,
დრო საქმისათვის აღარ მეყოფა.
ლექსებს არასდროს არ ვწერ ბალისთვის,
ბლისთვის კი არა, ქულას ვგულისხმობ,
როცა მიქელა წამებს დამითვლის,
,,ედემის ბაღში’’  წავალ უვიზოდ.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები