ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
2 ივლისი, 2017


გოგოს, რომელიც ნაადრევად გარდაიცვალა

ჩემი ლურჯი ცა ისევ გაშავდა
და გოგოს დედას ასტკივდა ძუძუ,
ნეტავი შვილმა რა დააშავა,
ვაი მის დედას - აწ უკვე უძლურს.

ვაი შენს დედას! - ცად გაფრენილო,
არ მოურჩება ნატკენი ძუძუ,
ნათელში იყავ გოგოვ კეთილო,
ენით მყისვე რომ არჩენდი უძლურთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები