ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2017


მთის მოტივზე

დარდს ნუ გაიხდი მბრძანებლად,
გულს ნუ შეაჭმევ ჭიასა,
გიჯობს გაზაფხულს დაუხვდე,
ფერი მოსტაცო იასა.
გამოდევნება სჩვევია
წუთისოფელსა ტიალსა,
თვითონ არარას გვიბოძებს,
რაცა გვაქვს ისიც მიაქვსა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები