მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
დიდება უკრაინას !!! * * * Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2017
* * *
არის წუთები - მარტივად რომ ვთქვათ
ადგილს ვერ პოულობ ამხელა სამყაროში
საკუთარ ადგილს
და ზოგჯერ შენი მეზობელივით იქცევი
თავს იკლავ
უფრო სწორად ფანჯარას ხსნი
მეცხრედან ხტები
ან ღმერთის გჯერა
ან კაცის
ან ცრურწმენების:
ჭიავ-ჭიავ მაპოვნინე...
ჭიავ-
ჭიავ...
რას გაპოვნინებს
რაც შენია და შენი არ არის
რაც არ გეკუთვნის
მაგრამ შენია
ზის ხელისგულზე
ყვითლად რვიანებს ხაზავს
იცის რას ეძებს? ვის ეძებს იცის?
არადა იქნებ ბოლო იმედია
საგულადულოდ
ყოველ მილიმეტრში ჩატეული
ბოლო იმედი
შენ კი მღერიხარ:
ვერ დააბრუნებ გაფრენილ პეპლებს
ვერ დააბრუნებ...
ვერც ამ მდინარეს მოუძებნი მეორედ ფონეს
ასე ნაცნობი, ვითომ თბილი
წყალი წაგიღებს
და სუყველა(ფერს) შავად შეღებავს
რას დააბრუნებ გაფრენილ პეპლებს...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
2.
კარგია!
კარგია!
ნინა გორდაძე.
2017-09-26 18:01:47
1.
ბოლოს კარგად მოიხოდა ნაწერი.
+++ წარმატებები.
ბოლოს კარგად მოიხოდა ნაწერი.
+++ წარმატებები.
მირი-ანი.
2017-09-26 16:55:01
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
27.03.2023 07:28:58