ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2017


ვაზო! - ჭირიმე შენი ნაჟურის

დასასრულისკენ როდესაც წავალ,
ამიცრემლდება ვაზი ქართული.
თუმც საწუთროში ეულად დავალ,
ვარ ქართველობით წელგამართული.

ვაზო! - ჭირიმე შენი ნაჟურის,
იესოსავით ჯვარზე გაკრულო.
როგორც სიმღერა გარიჟრაჟული,
კოსმოსშიც ისმის შენი „ჩაკრულო“.

მაშ, შეიმშრალე ცრემლები ისევ,
ბავშვივით ნუღარ ამიტირდები.
გული სიამით ისე ამივსე,
რომ სიცოცხლეზე მეტად მჭირდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები