ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლარიქს სიბირიკა
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2017


* * *

შენ შეგიძლია სიმართლის პოვნა,
მე,შენში ვეძებ უფლის იარებს,
ჩემს ირგვლივ! ყველა არსება მოკვდა,
როდესაც გვერდით ჩამომიარე.

და სივცრცე ისე მარტივად გაჰქრა,
რომ ვაკუუმის სიგრძე არ მყოფნის,
ყველას სიკვდილის ჰაერი დაჰკრავს,
ვინც მეყოლება შენი გამყოფი.

სხვა დანარჩენი,მთის გარდა ცირკი
არის და ცირკში ყველა ფიტული!!!
დაიწყებს ბედი უაზრო სიცილს,
და რღვევას მთათა ვრცელი სიჩუმის.

მე შევძლებ მხოლოდ,შემოსვლას შენში,
და სუბსტანციის აზრობრივ რღვევას,
და სწორედ მაშინ ვიყავი გემში,
როცა გარიყვა დაგჩემდა ჩვევად.

სამყაროს ასე ეულად დავრჩი,
და ყველაფერი სხვა მხრივ მაჩვენა,
მე შემიძლია ათასჯერ კვდომა
შენი ღიმილის გადასარჩენად.

ჩემს ირგვლივ ყველა არსება მოკვდა,
როდესაც გვერდით ჩამომიარე,
შენ მაშინ შეძლებ,სიმართლის პოვნას,
ჩემში თუ ერთხელ გამოიდარებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები