ნინო დარბაისელი
მოკლე მრავალჟამიერი - - - - - - -
( ეტიუდებიდან)
დე, ქართაგან ირწეოდეს, ვით ლერწამი - ერი და წაეშალოს სიამაყეც, ღიმიც, ამ იერიდან!
დაუძახონ უსაქმური, ბრიყვი, ხამი ერი და აღარავინ მოერიდოს, ვისაც თვით მიერიდა!
გაჰქრეს ხსოვნა გამარჯვების, ამ თამამი ერიდან, არც დიდგორი არ ახსენოთ, კმარა, ამიერიდან!
შეიყვარეთ, შეიხორცეთ ყოფნა წამიერი და ყველა სიტყვა ამოაგდეთ ,,მრავალჟამიერიდან!”
აღარ დაშრა თვალი ჩემი - მრავალნამიერი და, აღარც დაცხრა დარდი ჩემი - მრავალღამიერი და
მრავალჟამიერი და მრავალ- ჟა- მიი-ეეეეერ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მოკლე და უკუღმა მრავალჟამიერი, ძალიან შთამბეჭდავი "მკვახე შეძახილი"! მოკლე და უკუღმა მრავალჟამიერი, ძალიან შთამბეჭდავი "მკვახე შეძახილი"!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|