ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2017


ა-პოლიტიკური ლექსი

ყველა „ისტი“-ს აზრებზე უკვე აღარ ვბრაზდები,
დამიყრუა ცხოვრება „გაუ“-ს კაკაფონიამ!
ქუჩა გარეთ მეძახდა, მე შვილები საზრდელი
მყავდა, პატრიოტიზმი მე ეს უფრო მგონია!!!
დრო კი ყველას გვისმენდა, უხმო დეტექტივივით,
დრომ იცოდა სუყველას ავანიც და ჩავანიც...
ანთებული გულებიც დაიხეთქა ტკივილით
და სიმართლის მთქმელიც კი აღარ დარჩა არავინ!
დროშის ტარის დამჭერნი მერე თავზეც დაგვაჯდნენ,
ვინ სად მოთვლის ამ წლებში აყვავებულ ყვარყვარეს...
პასუხს ნუ სთხოვ ცხოვრებას ვერმორგებულ მამაშენს,
ახლა ვზრდი ჩემს შვილიშვილს და სიყვარულს ვაყვარებ!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები