ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გელაშვილი ანნა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2017


ავტობიოგრაფია

თქვენი ასაკი?
„ოცდა ნათქვამი“ უკვე ზრდასრული!
მცირე სურვილი? მშვიდობა ჩემდა! მშვიდობა თქვენდა!
და აქვე ჰობი? ჰობი? სიცილი ზღვარ გადასული!
ერთი მიზანი? საღამოს, ციდან ღრუბლის მოწმენდა!
და ხასიათი?
გულის ყოფიდან გამომდინარე!
სულის მუსიკა?
წმინდა ღვთისმშობლის საგალობელი!
ერთი ციტატა?
„ვერ აადიდებს ცრემლი მდინარეს“
ერთი პოეტი?
ა.კალანდაძე,სულის მთრობელი!
თვალების ფერი?
როცა ვიღიმი თაფლისფერია!
და როცა იწყენ?
უკუნ ღამეზე შავია ვგონებ...
ხელის ხელობა?
თითქმის გამომდის სულ ყველაფერი!
სიყვარულისთვის?
ახალ მიზეზებს გამოვიგონებ...
სარწმუნოება?
გულში მიღვივის უფლის სიონი!
ფერმწერ–მხატვარი?
ბერტა მორიზო,სალვადორ დალი!
აქვე საჭმელი?
ბავშვივით ფაფა, ხან – ბულიონი!
წვენი თუ წყალი?
რაღა თქმა უნდა წყალი და წყალი!
სულ დამავიწყდა...
ალბათ რაიმე მნიშვნელოვანი...
შენი სახელი?
უბრალოდ ანნა, გრძნობის ასული!
ბოლოს რას გვეტყვი?
კარგი სახელი მრავალ წლოვანი,
სულში იმედი! სულ გაზაფხული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები