ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
1 აგვისტო, 2017


ჩიტები თოვლში


ჩიტები თოვლში....
თოვლი ჩიტებს აღარ უხდება
და გაყინულა გულყვითელა
სითბოს ლოდინში....
წუთისოფელიც თითქოს ჯიბრზე
უფრო მუხთლდება,
მე თოვლსაც ვეტრფი
(ბეღურებო თქვენთან ბოდიში)
სუსხიანია ეს ზამთარი,
ქრიან ქარები,
თან ისე ყინავს ყველა
სულდგმულს სუნთქვას უჩერებს,
გარეთ ნუ გახვალთ,
მსუბუქ თოვლით დაიფარებით,
თეთრი თებერვლის
მაცდურ ჩურჩულს ნუ დაუჯერებთ!
ათრთოლებული  ხელით პაპა
დაანთებს ბუხარს
და ჩაიჩოქებს შვილიშვილი
პაპის მუხლებთან,
ოჰ, რა კარგია ჩიტუნიავ
ზღაპარში თუ ხარ-
გარეთ ისევ თოვს,
თოვლი ჩიტებს აღარ უხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები