ავტორი: გიგო ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 2 სექტემბერი, 2017
ლეგენდა კოცნაზე (ციკლიდან ასიანები)
მამათა თაობას უთქვამს ეს: „ცივშუბლიანს ტუჩებით შეეხო, ვერ ნახო ის სიზმარშიო.“ ლიანდაგს შეეხო ბორბალი და რკინის გულის ხმა ჩაესმა შვილს... დღემდე ჭყლეტს ვენებს წარსული! წლების წინ დაწყებული დუმილი და მოულოდნელი ცხელი მზე, შუბლიდან ასხლეტილი მორალი და ხელისგულზე დანარცხებული მონატრება!... თითზე დახვეული სიყვარული, მაგრამ სულში ჩაწურული დედის რძე. მასში მოკლული ქალი და შვილის ჩირისებრი თვალები. მის თვალებს ყველა კვნეტდა! ჩვილს გული ეზრდება, დიდს გონი აკლდება! ვიდრე თაობა ელის, ძველი თაობის ლოცვას! მოინანიებს... შვილი მოისმენს! მას ცივ შუბლზე აკოცებს. ის იტყვის: „არ მესიზმრები, დამნაშავე ვარ!“ შენ ჩემი ნაკლი ხარ, მე შენი ნაკლული! სუდარა მის სახეზე, როგორ სცენაზე ფარდა. „შვილო, შენ მაკოცე!“