ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 სექტემბერი, 2017


სულის საზომი ერთეული (იგავ-არაკი)





სასწორი -ფასი
მარცვალი
სული ხვამილი!
- სულს არც ფერი აქვს მეგობარო, არც წონა და ფორმა. ფორმებს თავად ვიგონებთ, როგორც სხვადასხვა ნივთებისთვის დანიშნულების მიხედვით.
- მაბობთ, რომ გარდა ფორმისა მას არ აქვს ფერი და წონა.
- ფერი, რომ ჰქონდეს სულს, ადამიანი ადამიანის მიმართ ინტერესს დაკარგავს და სიყვარულიც გაქრება სრულად ან პირიქით, შიდი მილიარდი ცისარტყელა ივლის ამ ცოდვილ მიწაზე.
- წონა?
- როცა სასწორი შევიძინე მეგობარო, დღემდე ადამიანები მომმართავენ ერთი შეკითხვით: "არ დამიკლებთ?" იცით რატომ? იმიტომ, რომ რაზეც ფასდაკლებას ითხოვდნენ ყვეალფერს წონა აქვს.
იცით რას გეტყვით, სული ყველაზე მეტად ფასობს,, მაგრამ მხოლოდ სხეულს ვწონით!
- როგორ მიგდით ბიზნესი?
- უფლის წყალობით შიმშილი ყველას აწუხებს და არც ჩემი სასწორია უქმად. ვწონი უფასოდ და...
- უფლის წყალობით არ მოგიშალოთ ზუსტი სასწორი.
- თქვენ, წონა და სურვილი სიცოცხლის!
- ამიწონეთ ქლიავი.
- შავი თუ?...
- შავი, შავი რა თქმა უნდა!
- გეთანხმებით, მომწესრიგებელია.
- გამაღიმეთ, მადლობთ! კარგად ბრძანდებოდეთ!
ხვატი დღე იდგა. დაასრულა რა საზრდო-სანოვაგის ყიდვა და ენაწყლიანობა გამყიდველებთან, სახლში დაბრუნდა. სრულად შემოიძარცვა სამოსელი და აბაზანაში განამრტოვდა. ყეფის, კნავილი, ჭიკჭიკის ხმებს, წყლის ჭავლის ხმა ფარავდა. შხეფები იფანტებოდნენ და რეცხავდნენ მხოლოდ დამტვერილ სხეულს.
როგორც ყველა ზრდასრული მამაკაცი, ისიც მაძიებელია, ამ მიზნით მას აბაზანაში გაახსენდა სოფლელი ბრძენი 'ხვამილი" *. ასე ეძახედნენ მისი მშობლების თანასოფლელ გლეხს. ხვამილი დალოცვილს ნიშნავს.
აბაზანიდან გამოსულმა ხმამაღლა გასცა ბრძანება" აბა, მეგობრებო, მოემზადეთ, სოფელში მივდივართ, უნდა დავისვენოთ!'
ცხოველებმა ცქვიტეს ყურები, ფრინველებმა ფრთების თქაფუნით ანიშნეს მზაობა პატონს.
უმზერდა კმაყოფილი ოჯახის წევრებს და კიცხავდა მის ჭარბ ინტერესს მათ მიმართ. ვერ გაეგო თუ რატომ აშავებდნენ ადამიანები.
მოეფერა მათ. დღის აგრილებას დაელოდა და სრულად მომზადებულია, ცხოველ-ფრინველებთან ერთად ავტომანქანით სოფლის გზას დაადგა.
გვიან ღამით ჩავიდა. სხეულის მსგავსად დამტვერილი ურდული ჩამოხსნა კარს და ჩაბნელებულ მისაღებ ოთახში შევიდა. ძველთაძველ ბუხარს გარედან შემომავალი ლამპიონის შუქი ძლივს სწვდებოდა. ორიენტირიც ბუხართან მდგარ სავარძლისკენ, ერთადერთი სხივით გაიკვალა. სავარძელშივე ჩაეძინა.
სისხამ დილით გლეხი ხვამილი, საკუთარი ეზოს მოვლით ირთობდა თავს, როცა შორიდან ჭიშკარს მომდგარი უცნობი მამაკაცი შენიშნა.
"მაინძელო!" - გაისმა შორიდან ხმა. არ უღალატა წეს-ჩვეულებას სოფლად მყოფმა მაძიებელმა.
"მობრძანდით, სტუმარი ღვთისააო! უთქვამთ ჩვენში.
მაძიებელმა არ დააყოვნა, ჭიშკარი წამსვე გამოაღო და ფიალქნებით გაკვალულ ბილიკს გაუყვა სახლისკენ. ხვამილმა ხელები უბეებს შეაწმინდა, ჭისკენ გაემართა და სათლით ყინულივით ცივი წყალი ამოიღო. იფიქრა: გამვლელი ან ვინმე ტურისტია და სწყურიაო. ხშირია ამ სოფელში ადგილობრივი თუ უცხო ტურისტი.
ბილიკს გარდი-გარდმო მწვანე ბალახი ამშვენებდა, ალაგ-ალაგ იებს გაეხსნათ პირ-სახე. ეზოს მარცხნივ ღობის კიდესთან უზარმაზარი კაკლის ხე იბერტყდა დაცვარულ ფოთლებს.
- კეთილი იყოს თქვენი ხილვა ჩემ სამფლობელოში, შვილო! - გაღიმებულმა წარმოთქვა სიტყვები გლეხმა.
- ვერ მიცანი, ბრძენო ხვამილო?
- არავის ჭირდება ჩემი სიბრძნე, ჩემო მეგობრებო. დავბერდი. მეზობელი სოფლების მკვიდრებმაც დამივიწყეს.
- ჭკუა-გონება არ გიბერდებათ ბრძენო! ვერ მიცანით? - გაუმეორა კითხვა მაძებელმა.
- ვერ შეგიცან ახალგაზრდავ, ზრდილო ჭაბუკო?!
- მე მზიასა და ზეზვას ვაჟი ვარ.
- უი, ბეჩა... შენ ის ბალღი არ ხარ ჩვენ მდინარეს ძლივს, რომ გადაურჩა?
- ჰო ის ვარ.
- მშობლები როგორ არიან, ბალღო?
- მშობლები, არ არიან ძია ხვამილი.
- ქალაქში ცხოვრობ თუ სოფლად?
- ქალაქში.
- იმიტომ ვერ შეგიცანი.
- არაუშავს ძია ხვამილი. - ტკბილი იყო მაძიებლის ხმა.
- ახლავე ტაბაკს გავშლი, აქვე, ჭასთან. - მარტოხელა იყო ხვამილი. კაკლის ხესავით მარტოხელა, მაგრამ მსხმოიარე. თქვა და ოდასკენ გაშპა.
- მეც შეგეშველებით!. - დილა ადრიანი იყო და შიმშილს შეეწუხებინა მაძიებელი, მაგრამ ვერაფრით აეხსნა თუ ადრიანად რატომ ეახლა ხვამილის. შეეძლო შუადღისთვის ხლებოდა მას. თუმცა გონებაში იმით ამართლებდა, რომ შუადღისთვის მძინარეს გააღვიძება მომიწევსო და ღამით დაღლილთან სტუმრობა მეტად შემაწუხებელიაო.
- არ შეწუხდე ბალღო, ყველაფერი მზად მაქვს. ამ წამს. აქ დამელოდე, ჩემი კარ-მიდამო შეათვალიერე და განწყობა გადაახალისე.
რა გაეეწყობა, უნდა დაგეთანხმდეთ.
სუფრა შესაშური გაშალა ხვამილმა.
- ეს ყველი, სულგუნი, ჩემი ამოყვანილია. სახელი არ მიკითხავს მეგობარო, დამავიწყდა.
- მაძიებელი. შემოკლებით მაძის მეძახიან.
- მაცის? - ვერ გაიგო ერთხელ ნათქვამი.
- არა, მაძი.
- მაძი. ჰო.... ჰო... მაძიებელი. - დაფიქრდა ხვამილი და წუთის შემდეგ ჰკითხა: - ვინმეს ეძებ თუ რამეს, მეგობარო?
- თქვენ ბრძენო.
- აკი გითხარი, ჩემი სიბრძნე ხელყოფილია და მივიწყებულიათქო?! რატომ მეძებდი?
- შეკითხვები მაქვს. - ქოჩორი გაისწორა მაძიებელმა. შემდეგ თითები, ესთეტიურობის ყველა ნორმის უგულებელყოფით, დაატკაცუნა და გაშლილი თითები მუხლებზე ჩამოაწყო. ნიშნად საუბრის დასაწყებისა. ხვამილმა დაასწრო.
- ვიდრე, დაიწყებდე, ეს ღვინოც დავაგემოვნოთ. ჩემი დაწურულია, ეგ დალოცვილი!
- სიამოვნებით!
- მაშინ, ჩვენში პირველს, უფალს ვადიდებთ. რა დროით გვესტუმრე?
- ერთი თვით.
- თავისუფლად შეიძლება ყველა კითხვა დასვა. მეც ვეცდები გიპასუხო.
- მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს.
- მხოლოდ ერთი?
- დიახ! - თითქოს თავისივე სურვილს დასცინა და თავი მუხლებისკენ დახარა. თითები თმებში გახლართა და მთელი სევდა ამოხვნეშით გათქვა.
- კარგი, მანამდე უფალი ვადიდოთ!
- დიდება უფალს! - ფეხზე წამოდგნენ ორთავე და პირჯვრით განამტკიცეს თავიანთი ქრისტიანობა.
სუფრა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა გლეხი ხე დადგა და ცას გამჭოლი მზერით უწყო ცქერა. მაძიებელს არაფერი გაჰკვირვებია.
- აბა მკითხე. გავიგო რისთვისაც მოსულხარ. - თითქოს კოსმიური ენერგიით დატენა გონება და თითქოს ვარსკვლავთმრიცხველთა შთამომავალი ყოფილიყო, კვლავ ეგრე განაგრძობდა ცად თვალთპყრობას.
- გისმენ ჭაბუკო!
- დიახ! ვფიქრობ თუ როგორ დავსვა კითხვა: როგორც მდაბიომ თუ გაგიტოლდეთ და როგორც გლეხმა?
- როგორც სტუმარმა, მაძი. აუციებლად როგორც სტუმარმა, რადგან, დამიჯერე, მასპინძელი სტუმართან მეტად გულწრფელია ვიდრე სხვა სტატუსის მქონე ადამიანებთან.
- კარგით, ჩემი მოულოდნელი ვიზიტი გაღმა დიდი სოფლიდან, გამოღმა პატარა ზომის უფრო დიდ სოფელში განაპირობა სულთან ჭიდილმა და დაუმორჩილებლობამ მასთან. ამ ყველაფერმა შვა კითხვა, როგორც დედამ ახალშობილი.
მოკლედ, ადამიანმა ყველაფერ ხილულს ზომა: ზომა, წონა და ფერი მისცა, მათ ერთეულები მიანიჭა, მაგრამ იმ უხილავის ხილვით ხიბლშიჩავარდნილებმა ან უბრალოდ მისდამი უინტერესობამ ვიდრე სიკვდილი ეწვევათ, დაავიწყდათ, რომ სული სულიერია. ხომ ვერ მეტყვით სულის სალის საზომ ერთეულს?
- გინდა კარმიდამო დავათვალიეროთ, სახნავ-სათეს მიწებს შევავლოთ თვალი, ჩემი წინაპრების მიერ ნაგროვებ სამუშაო იარაღებს?
***
- ამ უზარმაზარ მიწას, როგორ უმკლავდებით, მის დამუშავებას თუ მოვლა-პატორნობას?
- ფიქრობ, რომ მხოლოდ მე ვზრუნავ უფლის საჩუქარზე? არა ბალღო! ასე არ არის. სოფელი ზრუნავს. მართალია მიწა წინაპრებისგან მერგო, მაგრამ სწორედ ისე ვიქცევი როგორც ჩემი მამა-პაპა.
აჰა, იარაღებიც! ეს წალდი ას ოცი წლისაა. პაპის ნაქონია. ხედავ ტარზე ჩაზნექილ ადგილებს? - ნიშნად თანხმობისა თვალები დახუჭა მაძიებელმა და თავიც ერთმნიშვნელოვნად დახარა. - წინაპართა ნაიარევია. ასევე მათი ვინც განაგრძობს ამ იარაღით მიწათმოქმედებასა და მარცვალთა თესვას. მძიმეა, ბალღო, ხვედრი, იყო უფლის ქმნილება და იყო უქნარა, თუმცა სიმსუბუქე იცის მოწეულმა მოსავალმა, რომელიც გასაზრდოებს არამარტო ერთსა და ორს, არამედ ჩვენ ყველას. თითო მარცვალი თითო პეშვიდან ნოყიერ მიწაში მოქცეული გულს ითხოვს! თუ გული სიწრფელით მომართე და ამუშავე მოწეულ შრიალს ბულბულზე უკეთესი ხმა აქვს. სულს აამღერებს! ყველაზე მეტი ოქრო მარცვალშია და ყველაზე მეტი ნეხვიც მარცვალში. ას რომმ, სულის საზომი ერთეული მარცვალია, ხოლო პეშვი სასწორის პინა! ისმინე ბალღო, მაძიებელო?
- გეტყვით, რომ ვიპოვე! ის მარცვალი ვიპოვე რომელსაც მცირედი ზომის მიუხედავად ოქროს ბზინვარება აქვს! დროა დავუბრუნდეთ ჭას და ერთი კარგად გამოვთვრე. თქვენი არ ვიცი!...
- შენთან ვარ ბალღო!
***
მეორე დღეს, ნაბახუსევზე არაფერი ახსოვდა. თავის ზოოოთახში დილააადრიანად გაახილა თვალი.
- და კვლავ მაძიებლად დარჩა, როგორც ყველა სხვა ადამიანი!


გიგო რიონელი
1 ივლისი 2017 წელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები