ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
19 აგვისტო, 2017


გ ა მ ო ნ ა თ ქ ვ ა მ ე ბ ი

1) გჯეროდეს  ნამდვილი  და  გულწრფელი  ადმიანების,  რომელთაც,  არ  იციან,  რა  არის  ღალატი.

2) სითბო  მოდის  მხოლოდ,  გულიდან,  მზეშიც  და  ჩვენშიც.

3) დედის  ბედნიერება  შვილია,  შვილის  ბედნიერება  კი,  მისი  ოჯახი.

4) შვილები,  ხშირად  ივიწყებენ  მას,  ვინც,  მათზე  მუდმივად  ფიქრობს  და  ზრუნავს, ახსოვთ  და  სჯერათ  მისი,  ვისიც  უნდა  რომ  სჯეროდეს,

5) ადამიანის  ყოველდღიური  ცხოვრება  ცვალებადია,  როგორც  ამინდი. 

6) წარსულს  ვერც  წაშლი, ვერც  შეცვლი  და  ვერც  დაივიწყებ.

7) წარსული  დღესავითაა,  მას  მუდამ  ხედავ.

8) მიწიდან  იღებ  ყველაფერს,  ხშირად  დახედე  მას  და  მყარად  იდექი მასზე.

9) გვრდით  გყავდეს  ისეთი  ადამიანიც,  რომელიც  შენს  ნაბიჯებს  კრიტიკულად  შეხედავს,  როცა  ეს  საჭიროა.

10) მეგობარი,  ისევე  აუცილებელია  ადამიანისათვის,  როგორც ჰაერი,  წყალი  და  საკვები.

11) მოიქეცი  ისე,  რომ  საყვარელ  ადამიანებს  ზიანი  არ  მიაყენო,  მათ, შენი  გამოჩენის  არ  სცხვენოდეს.
იზრუნე  ოჯახზე,  შემდეგ  სხვებზე. 

12) მწიფე  ნაყოფს  ადგილი  მიუჩინე  დროულად,  თორემ უსარგებლო  გახდება.

13) ორჯერ  ერთიდაიგივეს  თუ  იტყვი,  მესამედ  სიჩუმე  აირჩიე.

14) ფრთხილად  გაიარე,  სადაც  ვიწრო  ბილიკია.

15) თუ  ვინმე  ცდილობს  გადაგასწროს,  გაუშვი,  გაიაროს,  უფრო  იოლად  გაივლი.

16) სიფრთხილე  ისევეა  საჭირო,  როგორც  სიდინჯე.

17) ნუ  იქნებით  ზედმეტად  თავდაჯერებული,  მოულოდნელად  ბევრი  რამ  ხდება.

18) იყავით  მუდამ  მზად  მოულოდნელობასთან  შესახვედრად,  უმჯობესია,  ირგვლივ  ხედავდეთ  ყველაფერს.

19) ნურასოდეს  აჩქარდებით,  გადახედეთ  სხვა  ადამიანთა  პრაქტიკას,  ის  გამოგადგებათ.

20) გაბრაზებულ  ადამიანში,  შეიცანით  მისი  ხასიათი  და  მოსალოდნელი  შედეგი  და  ისე  გაუზიარეთ  ან  მიანდეთ  მას  თქვენი  ბედი,  საიდუმლო  ან/და  ხვალინდელი  დღე.

21) ნუ  ენდობით  მას,  ვინც  ორჯერ  უკვე  გიღალატათ  და  ისე  იქცევა,  ვითომ  თქვენი  მოკეთეა,  ვითომ  არაფერი  მომხდარა.

22) სიფრთხილე  ისევე  არის  საჭირო,  როგორც  ნდობა  ადამიანში.

23) კარები  არ  გაუღოთ  მას,  ვინც  ორჯერ  ღია  დაგიტოვათ.

24) თუ,  დანახვისთანავე,  უცხო  ადამიანი  შეგაქებთ ,  არ  დაუჯეროთ,  თქვენ  ის  არ  გიცნობთ.

25) მოერიდეთ,  თქვენი  მიმართულებით  ნასროლ  ტყვიას,  ის  მსროლელივით  საშიშია  თქვენთვის.

26) დაიცავით  თქვენი  უფლებები,  მისი  დაკარგვა  ერთხელ  ხდება,  როგორც  მოპოვება.

27) თუ  გტკივა  ძლიერად,  ნუ  მოითმენ.

28) ჩვენ  წელიწადის  დროებს  ვგევართ, ჩვენი  ცხოვრება  კი,  წელიწადს.

29) ფრინველები,  ფრენას  და  ჭიკჭიკს  სწავლობენ,  ჩვენ  კი,  სიარულს  და  მეტყველებას,  ამით  განვსხვავდებით  ერთმანეთისაგან  და  ცხოველებისაგან.

30) ძალიან  ცოტა  ამბობს  იმას,  რასაც  ფიქრობს  და  ბევრად  უფრო  ცოტა  აკეთებს  იმას,  რასაც  ამბობს  და  ისე,  როგორც  ამბობს.

31) ენდეთ  მას  და  გჯეროდეთ  მისი,  ვინც  მთელი  გულით  გენდობათ  და  სჯერა  თქვენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები