| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 10 აგვისტო, 2017 |
გადავწყიტე გამგზავრება. ასე არასოდეს გამჭირვებია მასზე ფიქრი, არასოდეს. სულამდე შეაღწია ტკივილმა, რომელსაც ვერაფერი, სულ ვერაფერი მოვუხერხე, ვერ გავიგე, საიდან გაჩნდა, როგორ დაიბადა, არადა მტანჯავდა დღედაღამ, უძილობა დამეწყო, მშფოთვარე გახდა ყოველი წამი, ვარსებობდი, მაგრამ აღარც, ადგილი დავკარგე, ფუნქციაც, აზრიც.. შემდგომ სამი დღისა, გავემგზავრე კიდეც. ისე ვიყავი მგზავრობისას, თითქოს არ ვიცოდი, სად და რატომ მივდიოდი. მეგობარს მივწერე და ვუთხარი ჩემი მდგომაეობა, მაგრამ რა მჭირდა , რა მემართებოდა მასაც ვერ ავუხსენი. თუმცა სცადა დამხმარებოდა. გზა გაიზარდა, გაგრძელდა, უსასრულოს, უიმედოს დაემსგავსა, მდგომარეობას კი ვერ ვხსნიდი. თუმცა ვგრძნობდი, რომ შერაცხადად ვრჩებოდი . გზად იყო მწვანე ხეები, ტყე იყო ორმხრივად, აქა–იქ სახლებიც ჩნდებოდნენ ხანდახან, ალაგ–ალაგ ყვავილებიც მდუმარედ, უხალისოდ, ხმაამოუღებლად, მტრით გაუფერულებულები, ახალს არაფერს მეუბნებოდნენ, უფრო დავიზაფრე, მათი იმედი მქონია გავიფიქრე, მაგრამ მოვტყუვდი, შევცდი. ცუდად იმოქმედა მათმა ასეთმა შეხვედრამაც ჩემზე. დამაფიქრა მწარედ. დავიჯერო, აქაც არავინ მიმიღო? ვკითხე თავს, იქნებ არ უნდა წამოვსულიყავი? იქნებ არ მოდის ახლა ჩემი გზა აქეთ ?, იქნებ გზა შემეშალა? იქნებ სწორად ვერ გავიაზრე და ნაადრევი არასწორი გადაწყვეტილება მივიღე? იქნებ უარი უნდა მეთქვა გამომგზავრებაზე? იქნებ თავის შეკავება ჯობდა ამ გამომგზავრებაზე? პასუხი გონებაში არ მოიძებნა, მერედა ინსტიქტი? როგორ მებრძოდა წამოსვლამდე, როგორ, მე კი, როგორ მოვექეცი ინტუიციას? ალბათ როგორ განიცდის, ის ხომ მუდამ მეხმარება და მიდგას გვერდში, მე კი, ასე უგუნურად მოვექეცი, ასე უტიფრად, ასე უპატივცემულოდ, ოჰ, არა, არა, მე ეს არასოდეს დამავიწყდება, არა, არ დამავიწყდება, მით უმეტეს თუ მართალი გამოდგება. დუმილით ვესალმებოდი ყველა სიმწვანესა და სიცოცხლეს, დუმილითვე მპასუხობდნენ და მიმაცილებდნენ გზად მიმავალს, მომაყოლებდნენ თვალ ს მიფარებამდე. აი, მივედით ადგილზე, თვალი რეალობას არ იჯერებდა, მე კი, თვალს არ ვუჯერებდი, გული ვეღარ ჩერდებოდა, გასკდომას ცდილობდა, მაგრამ სარქველი მაგარი და ძლიერი გამოდგა და გაუძლო ყველაფერს, ის ღამე მჯდომიარეს დაგვათენდა, არ იყო ჩვეულებრივი ღამე, არც მთვარემ გაიარა ცაზე, არც ვარსკვლავები კრთებოდნენ და ცეკვავდნენ ცაზე, არც სხვა პლანეტებს გამოუჩენიათ აქტიურობა, ყველა სადღაც მიმალულიყო. მე და ხუთი ჩემთვის ძვირფსი თანამგზავრი, უხმოდ ვუთანაგრძნობდით ერთმანეთს, ყველას ერთი ტკივილი გვჭირდა, ყველას ძალიან გვტკიოდა და გვიჭირდა, დუმილი კი, ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა. არა, არა, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე ძლიერ, ყველაზე მწარედ, ყველაზე აუტანლად, ყველაზე მოურჩენლად მტკიოდა, მაგრამ ენა და გონება დამეხმარა ძალიან, მათ ჩაყლაპეს მთელი ჩემი, შფოთი და გაუსაძლისი ტკივილი. ინათა ცაზეც, ისე რომ ცისკარიც არ გამოჩენილა, ისე რაღაცნაირად უაისოდ, მოიფინა დღის სინათლე და გამეფდა, მკაცრი თალიც შეგვავლო. ნუთუ ბედის ირონიაა, ვკითხე ჩემს შემოქმედს, მაგრამ დუმილით მიპასუხა. ასე თუ ისე ინათა ჩვენთვის ღია ცის ქვეშ, თვალები ჩემი დაბნელებიდან გათენებამდე, ხან იხუჭებოდნენ, ხან გახელილი იყვნენ, მთელი ღამის სიგრძე და სიგანე, სისასტიკე წამებით გავთვალეთ, ჩაიკარგა ღამე ტკივილში, ტკივილი კი შეერწმა ღამეს ჩემთან ერთად. გაგვიჭირდა, გვტკიოდა ძლიერად. სიჩუმე, დუმილი, უსიტყვობა, თითქოს დავმუნჯებულიყავით, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით, ხან დაბლა და ხან ცას ავხედავდით, რაღაცას ვეძებდით, მთელი გულმოდგინებით ვცდილობდით, გამოსავალს არა, არა ობიექტურსა და წყალგაუვალ გადაწყვეტილებას, ზუსტად გათვლილს, უშეცდომოს. ჩემს ჩუმ და თავშეკავებულ, ძლიერ სულს, სული აღმოხდა რამდენჯერმე. გამოვბრუნდით უკან. ვცდილობთ, სულის დაცლილი ადგილების ამოვსებას ჯანმრთელი და ხალასი ნაწილებით. ახლაც თვალწინ დგას, ნაწყვეტები იმ ღამიდან. ხანდახან, გაიელვებს თვალწინ პოლიციის მანქანის ციმციმები, ხანდახან სიტყვებიც ისმის უცხო ადამიანებისა... და ტკივილი, ტკივილიც მეორდება წამიერად იმღამინდელი, ... უფალო, შენი იმედით ვართ და შენგან, კეთილ საქმეს ველით, მუდამ. შენ კი, ჩემო წინათგრძნობავ, ჩემო ინტუიციავ, ქვეცნობიერო, ვნანობ, რომ არ მოგენდე, რომ არ დაგიჯერე, ძალიან ვნანობ, მართალი იყავი, პატიებას გთხოვ, უნდა დამეჯერებინა შენთვის... ამის შემდეგ, ასეც მოვიქცევი, შენ როგორც მეტყვი, ისე იქნება ყველაფერი. ვიცი, ვიცი, რომ შენ, მუდამ მართალი ხარ, იმიტომ, რომ ძალიან გიყვარვარ და ზრუნავ ერთგულად ჩემზე, მუდამ გინდა რომ მოსალოდნელი უსიამოვნებანი და საფრთხეები ამაცილო, რათა მშვიდად ვიყო და ვიცხოვრო, მივხვდი, შენ უფლის მოციქულთაგანი ხარ ჩემთან მოვლენილი, ვიცი... 5–6 აგვისტო, 2017წისა, კოშმარი.... არ ვიცი, ვინმე რომ მკითხოს, რა იყო ის, რაზედაც ახლა მოყევიო, რას ვუპასუხებ, თუ ვისურვებ მის გამხელას, არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა... იყო საშინელი კოშმარული სინამდვილე, გაუსაძლისი სულის ტკივილი, უპატიებელი და მიუტევებელი რამ. სიცოცხლე გრძელდება, დღე ისევ თენდება, ღამეც ისევ დგება, ვარსკვლავებიც, ვარსკვლავებიც ცაზე ისევ გამოჩნდა ახლა, სამყარო სუნთქავს , სუნთქავს სამყარო და მეც, მეც ვსუნთქავ ისევ, მიწა უძრავადაა, იქნებ სტკივა მასაც, იქნებ განიცადა ეს ყველაფერი მანაც, აფსუსია, რომ არ შევეხე იმ დროს მას ხელით, აფსუსი..... მიწა, მიწა, ისიც ხომ მუდამ მეხმარება, ძლიერ ენერგიას მაწვდის, მაძლიერებს, მკვებავს, დიახ მაძლიერებს და მკვებავს მრავალმხრივად. ეს ხეებიც, ეს სიმწვანეც, ეს სახლებიც, მდინარეებიც, ზღვებიც....... მასზეა, მის გულმკერდზე, მასზე დავდივართ, ის მთავარია, ძალიან მთავარი.......
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. რას არ განგაცდევინებს დრო...
იმედია კარგად ხართ ნექტარ. რას არ განგაცდევინებს დრო...
იმედია კარგად ხართ ნექტარ.
13. საინტერესოა! საინტერესოა!
12. ნექტარი@ როგორ არ წერია, რას ამბობთ?! - სულ მრისხანებაში არ იყო?!... :) დაჟე ისეც კი განრისხებულა - დაჟე სამოთხიდანაც კი გამოუძევებია ადამი და ევა(თან წყევლა - კრულვით), მერე დაჟე წარღვნაც კი მოუვლენია მათი ნაშიერისთვის და ა.შ... ;) ბიბლია, რაღაც არ მგონია, ქართულად, რომ იდოს ინეტში, მაგრამ ცალკეული ეპიზოდები ვიკიში ყველა ვარიანტში იქნება(დაგუგლეთ "ბაბილონის გოდოლი" და გადახედეთ)... ეგ თქვენი ნებაა - როგორც ფიქრობთ; ყველას თავის აზრი და შეხედულება აქვს... მეც მხოლოდ ჩემი აზრი მოგახსენეთ(და სულაც არ არის აუცილებელი თქვენც ჩემნაირად ფიქრობდეთ)... :)
მეც დიდი პატივისცემით - ბედნიერებას გისურვებთ! :)
კახა გრძელიშვილი@ Ага, щас!... :D "ეხ... სადღაც მაგიდის ქვედა უჯრაში" ვინ მიგაგდებინებს?! - ადრე(ვიდრე კაცობრიობა შედარებით ბნელი იყო) ეკლესია(სახელმწიფო რელიგია) იყო: სახელმწიფო სახელმწიფოში... და როგორც წესი, უფრო მეტი ძალაუფლებითაც კი სარგებლობდა, ვიდრე ქვეყნის მმართველნი(შემოსავალიც და ქონებაც მეტი ქონდა, და შესაბამისად, გავლენაც)... ცივილიზაციამ ეს უფლებები თავისთავად ჩამოართვა, მაგრამ როგორც ერთგვარ "შემოსავლის წყაროს" ვერ მოერია!... ვერც ვერასდროს მოერევა: არცერთ ქვეყანაში არ იბეგრება არცერთი ეკლესია(რელიგიური ორგანიზაცია), ანუ კომერციულ საქმიანობას ეწევიან(ყიდვა - გაყიდვას) ნალოგებს კი საერთოდ არ იხდიან, თან უფასო მუშახელი ჰყავთ(ბერ - მონაზონ - მორჩილები)... ანუ დე - ფაქტო: ეს არის სუფთა წყლის ბიზნესი, კარგად აწყობილი, კარგად მოწყობილი, ფრიად შემოსავლიანი(ყოველგვარი სამოქალაქო ვალდებულებების გარეშე)... რომელიც წარმატებით ყიდის იმას, რაც არ არსებობს, თან ძვირად!... На Рождество мой друг звонит и говорит мне, что был в Печерской Лавре и заказал "неусыпаемую псалтирь": на себя, на свою семью, и на меня... Ну, я, конечно же, была весьма тронута... и так как понятие не имела, что это такое - захожу на официальный сайт Лавры, чтобы посмотреть... а там походу висит и прайс лист(и цены не в гривнах, а в долларах): на пол года эта молитва стоит 50$-ов, на год 100$-ов... Обалдеть!... :O) Золотое дно, я вам скажу!... ;) Не, я не против, наоборот: а почему бы и нет?!... С какой стати не воспользоваться тем, чем можно пользоваться?! ; Всегда так было и всегда так будет - такова человеческая сущность... ;)
P.S. ფორუმს მე მგონი არავინ კითხულობს და აქაც დავწერ(იმედია ნექტარი არ მიწყენს): თუ გაქვთ ვინმეს: გრიგოლ აბაშიძის "გიორგი VI"... დაასკანერეთ და დადეთ რაA... ჩემთვის თუ გეზარებათ, გრიგოლ აბაშიძის შემოქმედებას მაინც ეცით პატივი... : | ნექტარი@ როგორ არ წერია, რას ამბობთ?! - სულ მრისხანებაში არ იყო?!... :) დაჟე ისეც კი განრისხებულა - დაჟე სამოთხიდანაც კი გამოუძევებია ადამი და ევა(თან წყევლა - კრულვით), მერე დაჟე წარღვნაც კი მოუვლენია მათი ნაშიერისთვის და ა.შ... ;) ბიბლია, რაღაც არ მგონია, ქართულად, რომ იდოს ინეტში, მაგრამ ცალკეული ეპიზოდები ვიკიში ყველა ვარიანტში იქნება(დაგუგლეთ "ბაბილონის გოდოლი" და გადახედეთ)... ეგ თქვენი ნებაა - როგორც ფიქრობთ; ყველას თავის აზრი და შეხედულება აქვს... მეც მხოლოდ ჩემი აზრი მოგახსენეთ(და სულაც არ არის აუცილებელი თქვენც ჩემნაირად ფიქრობდეთ)... :)
მეც დიდი პატივისცემით - ბედნიერებას გისურვებთ! :)
კახა გრძელიშვილი@ Ага, щас!... :D "ეხ... სადღაც მაგიდის ქვედა უჯრაში" ვინ მიგაგდებინებს?! - ადრე(ვიდრე კაცობრიობა შედარებით ბნელი იყო) ეკლესია(სახელმწიფო რელიგია) იყო: სახელმწიფო სახელმწიფოში... და როგორც წესი, უფრო მეტი ძალაუფლებითაც კი სარგებლობდა, ვიდრე ქვეყნის მმართველნი(შემოსავალიც და ქონებაც მეტი ქონდა, და შესაბამისად, გავლენაც)... ცივილიზაციამ ეს უფლებები თავისთავად ჩამოართვა, მაგრამ როგორც ერთგვარ "შემოსავლის წყაროს" ვერ მოერია!... ვერც ვერასდროს მოერევა: არცერთ ქვეყანაში არ იბეგრება არცერთი ეკლესია(რელიგიური ორგანიზაცია), ანუ კომერციულ საქმიანობას ეწევიან(ყიდვა - გაყიდვას) ნალოგებს კი საერთოდ არ იხდიან, თან უფასო მუშახელი ჰყავთ(ბერ - მონაზონ - მორჩილები)... ანუ დე - ფაქტო: ეს არის სუფთა წყლის ბიზნესი, კარგად აწყობილი, კარგად მოწყობილი, ფრიად შემოსავლიანი(ყოველგვარი სამოქალაქო ვალდებულებების გარეშე)... რომელიც წარმატებით ყიდის იმას, რაც არ არსებობს, თან ძვირად!... На Рождество мой друг звонит и говорит мне, что был в Печерской Лавре и заказал "неусыпаемую псалтирь": на себя, на свою семью, и на меня... Ну, я, конечно же, была весьма тронута... и так как понятие не имела, что это такое - захожу на официальный сайт Лавры, чтобы посмотреть... а там походу висит и прайс лист(и цены не в гривнах, а в долларах): на пол года эта молитва стоит 50$-ов, на год 100$-ов... Обалдеть!... :O) Золотое дно, я вам скажу!... ;) Не, я не против, наоборот: а почему бы и нет?!... С какой стати не воспользоваться тем, чем можно пользоваться?! ; Всегда так было и всегда так будет - такова человеческая сущность... ;)
P.S. ფორუმს მე მგონი არავინ კითხულობს და აქაც დავწერ(იმედია ნექტარი არ მიწყენს): თუ გაქვთ ვინმეს: გრიგოლ აბაშიძის "გიორგი VI"... დაასკანერეთ და დადეთ რაA... ჩემთვის თუ გეზარებათ, გრიგოლ აბაშიძის შემოქმედებას მაინც ეცით პატივი... : |
11. მადლობა პალადა.
აქ ათენა–პალადა მყავს ნაგულისხმები , მამის უსაყვარლესი ქალიშვილი. თუმცა ასტეროიდიც არაა უცხო, ზოგადად.
თუმცა ვერ დაგეთანხმებით უფლის მრისხანების ვერსიაში, რადგან უფალი განრისხებული ჯვარზე გაკვრისა და მისკენ მიმავალ გზაზედაც კი არავის უნახავს, არსად წერია ამაზე, საღვთო წიგნებში,
რაც შეეხება ყველაფერი ის ნაც შეძლო ადამიანმა, უფალი აკეთებს ადამიანთა ხელით ყველა შეუძლებელსა და წარმოუდგენელს სიკეთეს სასწაულებრივს და ეს მან თავის სიცოცხლეშივე დაამტკიცა, როცა ბრმას თვალები აუხილა, წყალი ღვინოდ გადააქცია და ა. შ. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა პალადა.
აქ ათენა–პალადა მყავს ნაგულისხმები , მამის უსაყვარლესი ქალიშვილი. თუმცა ასტეროიდიც არაა უცხო, ზოგადად.
თუმცა ვერ დაგეთანხმებით უფლის მრისხანების ვერსიაში, რადგან უფალი განრისხებული ჯვარზე გაკვრისა და მისკენ მიმავალ გზაზედაც კი არავის უნახავს, არსად წერია ამაზე, საღვთო წიგნებში,
რაც შეეხება ყველაფერი ის ნაც შეძლო ადამიანმა, უფალი აკეთებს ადამიანთა ხელით ყველა შეუძლებელსა და წარმოუდგენელს სიკეთეს სასწაულებრივს და ეს მან თავის სიცოცხლეშივე დაამტკიცა, როცა ბრმას თვალები აუხილა, წყალი ღვინოდ გადააქცია და ა. შ. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
10. ეხ... თითქოს ადამიანებს ღმერთი აღარ სჭირდებათ. თითქოს სადღაც მაგიდის ქვედა უჯრაში მიაგდეს უფალი. სამწუხაროა,ძალიან სამწუხაროა.სადაც არ უნდა გაიხედო ახლა ამას ხედავ... ეხ... თითქოს ადამიანებს ღმერთი აღარ სჭირდებათ. თითქოს სადღაც მაგიდის ქვედა უჯრაში მიაგდეს უფალი. სამწუხაროა,ძალიან სამწუხაროა.სადაც არ უნდა გაიხედო ახლა ამას ხედავ...
9. ათენა - პალადა გყავთ ალბათ მხედველობაში... :) სასიამოვნო წასაკითხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე ასტეროიდი ვიგულისხმე... ;) მითოლოგია კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ასტრონომია - უძალიანმაგრესად... :) აი, თქვენმა ამბავმა კი მართლა უზომოდ გამაოცა: ანუ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახეთ, თან მთელი კინოფილმი... და იმის მაგივრად სახლიდან ცხვირი არ გაგეყოთ(მითუმეტეს ბავშვთან ერთად) - თქვენ სალოცავები მოილოცეთ და სანთლები დაანთეთ?!... მდააა... ჩემო კარგო, სანთლებს და ლოცვას ის თუ შეუძლია ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, ის აღარ შეუძლია, რომ ჩააგონოს: სახიფათო გზას არ დაადგეო?!... :O) "ჯერ კიდევ აუხსნელი" თითქმის აღარაფერი დარჩა: მთელი სიღრმე - სიგრძე - სიგანით არის უკვე შესწავლილი ადამიანის ფსიქოლოგია!... მაგდენს ფიზიკურად ვერ ჩამოვარიკრიკებ, რაღა თქმა უნდა; შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ აგიხნათ: დავიწყოთ იქიდან, რომ: რაღა თქმა უნდა "წინასწარმეტყველური" სიზმრებიც არსებობს და ესეც იგივე ინტუიციაა!... ანუ: ძილის დროს ტვინი ძველებურად მუშაობს(ჩვეულებრივად აგრძელებს ფიქრს, ანუ ინფორმაციას ამუშავებს), მაგრამ ზუსტად ძილის დროს დომინირებს ქვეცნობიერი აზროვნება(ღვიძილის დროს - უფრო ცნობიერი)... ამასთანავე, ყველა სულიერი(არა მარტო ადამიანები) ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს განუწყვეტლივ ვეკონტაკტებით: აზრობრივადაც და ემოციურადაც... ერთმანეთს შევიგრძნობთ(ისევე, როგორც გარემოს), მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ეს ხდება ქვეცნობიერად... ანუ: სწორედ ძილის დროს, სიზმრის სახით, შეგვწევს უნარი "გავიგონოთ" ან "შევიგრძნოთ" ის, რაც ღვიძილის დროს შეუძლებელია! ; ძილის დროს ტვინი სხვა რეჟიმში გადადის - იმიტომ, რომ ძილის დროს აქტიური იმფორმაცია აღარ მიეწოდება(აქტიური ინფორმაციის განუწყვეტელი ნაკადი ხელს აღარ უშლის), ანუ ეძლევა იმის საშუალება, რომ სხვა რეჟიმში იმუშაოს, თან არხები თავისუფლდება პასიური იმფორმაციის მისაღებათ... რაც შეეხება თქვენს სიზმარს: ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენმა გონებამ გაგაფრთხილათ, რომ მგზავრობა სახიფათო იყო: თუნდაც უამინდობის გამო(რომელიც ძილში იგრძენით), ნუ, კაკ ვერსია... უამინდობა კი არც თუ უბრალო რამ არის - მთელი რიგი პროცესების ერობლიობაა, რომელიც იწყება წნევის ცვალებადობით: ანუ წნევა ზღვარს ზევით იწევს რაღაც ზონაში და ჰაერის მასები იწყებენ გადაადგილებას დაბალი წნევის ზონისკენ... შესაბამისად: რაც უფრო დიდია წნევის სხვადასხვაობა, მით უფრო ძლიერი ქარი ამოვარდება და არა მარტო!... შესაბამისად, ეს მთელი რიგი ცვლილებები ყველა ცოცხალ არსებაზე ერთნაირად(არა სასიკეთოდ) მოქმედებს: იწვევს გაღიზიანებას, აფორიაქებას... ან პირიქით: მოთენთილობას, აზროვნების შზღუდვას... და ა.შ. მოკლედ, "წინასწარმეტყველური" სიზმრები, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანის განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობაა(ერთგვარი ნიჭია) და ამაში არაფერი ზებუნებრივი(მისტიკური) არ არის!... საერთოდ, თავად სიზმარში, არაფერი არამიწიერი არ არის და არც შეიძლება რომ იყოს; სიზმარი - ჩვეულებრივი ქვეცნობიერი ფიქრია და სხვა არაფერი!... მარტივად, რომ აგიხსნათ: მაგალითად, თუ ადამიანი დაბადებიდან ბრმაა, ე.ი. მის ტვინში არ იქნება არანაირი სახება(ობრაზ), შესაბამისად მას ვერანაირად ვერ დაესიზმრება ვერანაირი ობრაზი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მის გონებაში არანაირი გამოსახულება არ არსებობს, და ვერსაიდან ვერ მოიტანს - გამორიცხულია!... მისი ყველა სიზმარი იქნება გამოსახულების გარეშე, ხმოვანი ან შეგრძნებითი(თუ, რა თქმა უნდა, აქვს სმენა და მგრძნობელობა)... და ა.შ. მე პირადად სასაცილოდ არ მყოფნის მსგავსი ცრურწმენები... და თუ ადამიანი თავის რეალურ შესაძლელობებს რაღაც ზებუნებრივს მიაწერს(ანუ: საკუთარ შესაძლებლობებს არად აგდებს, ხოლო რაღაც გამოგონილს და არ არსებულს აფეტიშებს) - გზააბნეული ქიმერებს დასდევს დღედაღამ, ხატოვნად რომ ვთქვათ... კაცობრიობა ღმერთის იმედზე, რომ ყოფილიყო: გამოქვაბულიდან ვერ გამოვიდოდა დღემდე... მაგალითად, მე და თქვენ, რომ(შესაძლოა სხვა და სხვა კონტინენტზეც კი ვიყოფებით, მაგრამ ერთმანეთს თავისუფლად ვეკონტაკტებით)... და ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების დამსახურებბაა - აბა ღმერთს ინტერნეტი და ურთულესი ტექნოლოგიები რაში სჭირდებოდა, როცა ბაბილონის გოდოლის აშენებასაც კი განურისხებია თურმე... :D ჩვენ კიდევ, "შერისხულებმა" და მთელ დედამიწაზე დაფანტულებმა, ერთმანეთსაც მივაგენით, ტრანსპორტის მრავალსახეობაც გამოვიგონეთ, ერთმანეთის ენაც შევისწავლეთ და შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალებებიც გამოვიგონეთ, ზეცამდეც ავედით, უფრო ზევითაც - კოსმოსს ვიკვლევთ, თან დიდი წარმატებით!... ანუ ადამიანი თავად არის უფალი, და პირველ რიგში საკუთარი თავის უფალი, აბაA!... ;) ათენა - პალადა გყავთ ალბათ მხედველობაში... :) სასიამოვნო წასაკითხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მე ასტეროიდი ვიგულისხმე... ;) მითოლოგია კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ასტრონომია - უძალიანმაგრესად... :) აი, თქვენმა ამბავმა კი მართლა უზომოდ გამაოცა: ანუ წინასწარმეტყველური სიზმარი ნახეთ, თან მთელი კინოფილმი... და იმის მაგივრად სახლიდან ცხვირი არ გაგეყოთ(მითუმეტეს ბავშვთან ერთად) - თქვენ სალოცავები მოილოცეთ და სანთლები დაანთეთ?!... მდააა... ჩემო კარგო, სანთლებს და ლოცვას ის თუ შეუძლია ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, ის აღარ შეუძლია, რომ ჩააგონოს: სახიფათო გზას არ დაადგეო?!... :O) "ჯერ კიდევ აუხსნელი" თითქმის აღარაფერი დარჩა: მთელი სიღრმე - სიგრძე - სიგანით არის უკვე შესწავლილი ადამიანის ფსიქოლოგია!... მაგდენს ფიზიკურად ვერ ჩამოვარიკრიკებ, რაღა თქმა უნდა; შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ აგიხნათ: დავიწყოთ იქიდან, რომ: რაღა თქმა უნდა "წინასწარმეტყველური" სიზმრებიც არსებობს და ესეც იგივე ინტუიციაა!... ანუ: ძილის დროს ტვინი ძველებურად მუშაობს(ჩვეულებრივად აგრძელებს ფიქრს, ანუ ინფორმაციას ამუშავებს), მაგრამ ზუსტად ძილის დროს დომინირებს ქვეცნობიერი აზროვნება(ღვიძილის დროს - უფრო ცნობიერი)... ამასთანავე, ყველა სულიერი(არა მარტო ადამიანები) ჩვენს პლანეტაზე ერთმანეთს განუწყვეტლივ ვეკონტაკტებით: აზრობრივადაც და ემოციურადაც... ერთმანეთს შევიგრძნობთ(ისევე, როგორც გარემოს), მაგრამ ამას ვერ ვაცნობიერებთ, რადგან ეს ხდება ქვეცნობიერად... ანუ: სწორედ ძილის დროს, სიზმრის სახით, შეგვწევს უნარი "გავიგონოთ" ან "შევიგრძნოთ" ის, რაც ღვიძილის დროს შეუძლებელია! ; ძილის დროს ტვინი სხვა რეჟიმში გადადის - იმიტომ, რომ ძილის დროს აქტიური იმფორმაცია აღარ მიეწოდება(აქტიური ინფორმაციის განუწყვეტელი ნაკადი ხელს აღარ უშლის), ანუ ეძლევა იმის საშუალება, რომ სხვა რეჟიმში იმუშაოს, თან არხები თავისუფლდება პასიური იმფორმაციის მისაღებათ... რაც შეეხება თქვენს სიზმარს: ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თქვენმა გონებამ გაგაფრთხილათ, რომ მგზავრობა სახიფათო იყო: თუნდაც უამინდობის გამო(რომელიც ძილში იგრძენით), ნუ, კაკ ვერსია... უამინდობა კი არც თუ უბრალო რამ არის - მთელი რიგი პროცესების ერობლიობაა, რომელიც იწყება წნევის ცვალებადობით: ანუ წნევა ზღვარს ზევით იწევს რაღაც ზონაში და ჰაერის მასები იწყებენ გადაადგილებას დაბალი წნევის ზონისკენ... შესაბამისად: რაც უფრო დიდია წნევის სხვადასხვაობა, მით უფრო ძლიერი ქარი ამოვარდება და არა მარტო!... შესაბამისად, ეს მთელი რიგი ცვლილებები ყველა ცოცხალ არსებაზე ერთნაირად(არა სასიკეთოდ) მოქმედებს: იწვევს გაღიზიანებას, აფორიაქებას... ან პირიქით: მოთენთილობას, აზროვნების შზღუდვას... და ა.შ. მოკლედ, "წინასწარმეტყველური" სიზმრები, მხოლოდ და მხოლოდ, ადამიანის განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობაა(ერთგვარი ნიჭია) და ამაში არაფერი ზებუნებრივი(მისტიკური) არ არის!... საერთოდ, თავად სიზმარში, არაფერი არამიწიერი არ არის და არც შეიძლება რომ იყოს; სიზმარი - ჩვეულებრივი ქვეცნობიერი ფიქრია და სხვა არაფერი!... მარტივად, რომ აგიხსნათ: მაგალითად, თუ ადამიანი დაბადებიდან ბრმაა, ე.ი. მის ტვინში არ იქნება არანაირი სახება(ობრაზ), შესაბამისად მას ვერანაირად ვერ დაესიზმრება ვერანაირი ობრაზი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მის გონებაში არანაირი გამოსახულება არ არსებობს, და ვერსაიდან ვერ მოიტანს - გამორიცხულია!... მისი ყველა სიზმარი იქნება გამოსახულების გარეშე, ხმოვანი ან შეგრძნებითი(თუ, რა თქმა უნდა, აქვს სმენა და მგრძნობელობა)... და ა.შ. მე პირადად სასაცილოდ არ მყოფნის მსგავსი ცრურწმენები... და თუ ადამიანი თავის რეალურ შესაძლელობებს რაღაც ზებუნებრივს მიაწერს(ანუ: საკუთარ შესაძლებლობებს არად აგდებს, ხოლო რაღაც გამოგონილს და არ არსებულს აფეტიშებს) - გზააბნეული ქიმერებს დასდევს დღედაღამ, ხატოვნად რომ ვთქვათ... კაცობრიობა ღმერთის იმედზე, რომ ყოფილიყო: გამოქვაბულიდან ვერ გამოვიდოდა დღემდე... მაგალითად, მე და თქვენ, რომ(შესაძლოა სხვა და სხვა კონტინენტზეც კი ვიყოფებით, მაგრამ ერთმანეთს თავისუფლად ვეკონტაკტებით)... და ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების დამსახურებბაა - აბა ღმერთს ინტერნეტი და ურთულესი ტექნოლოგიები რაში სჭირდებოდა, როცა ბაბილონის გოდოლის აშენებასაც კი განურისხებია თურმე... :D ჩვენ კიდევ, "შერისხულებმა" და მთელ დედამიწაზე დაფანტულებმა, ერთმანეთსაც მივაგენით, ტრანსპორტის მრავალსახეობაც გამოვიგონეთ, ერთმანეთის ენაც შევისწავლეთ და შეუზღუდავი კომუნიკაციის საშუალებებიც გამოვიგონეთ, ზეცამდეც ავედით, უფრო ზევითაც - კოსმოსს ვიკვლევთ, თან დიდი წარმატებით!... ანუ ადამიანი თავად არის უფალი, და პირველ რიგში საკუთარი თავის უფალი, აბაA!... ;)
8. მოგესალმებით ნეფრტარი, დიდი მადლობა.
დაგეთანხმებით, ადაამიანის ტვინში ხდება ბევრი რამ, რაც ახსნილიცაა და ბევრიც ჯერ კიდევ აუხსნელიცა, ეს უდავო ფაქტია. ინტუიცია მართავს და იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მოახლოვებული და მოსახდენი ამოცანის გადაჭრაზე , რადგან ქვეცნობიერი ანალიზის შედეგია, , რადგან ინტელექტზე უფრო ძლიერი ძალაა, მეექვსე გრძნობა და ნიჭია, აზროვნების ფორმა და სტიქიური გრძნობა, შორსმჭვრეტელობაა, რომელიც რაიმეს ზუსტ აღქმას ემყარება და ცდისა და ლოგიკური აზროვნებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, არის ცოდნა ცოდნის გარეშეც კი. გონებრივი შესაძლებლობის გამორჩეული ძლიერი მხარეა, რომელიც არასდროს ღალატობს და რომელიც სწორ მიმართულებებს გვიჩვენებს. სწორედ ინტუიციაში იგულისხმება მომავლის მომენტალური აღქმა და მოიცავსწინათგრძნობას. ხოლო სიზმარი კი, ხანგრძლივი ფსიქიკური პროცესის შედეგია. სწორედ ტვინში მიმდინარე პროცესების შესაბამისად იქნა იქვე დამუშავებული და მოწოდებული ამ ნაწარმოების მოცემული საახელიც, მარტივად, რომ ავხსნათ, ყველაფერ ეს. ადამიანიცა და მასში, მის ტვინში მიმდინარე პროცესები საკმაოდ საინტერესოა და ამოუცნობია, ამიტომაა ყოველი სუბიექტი ერთმანეთისაგან განსხვავებული სავსეით გარეგნულ–შინაგანად, ასე მიმაჩნია.
მადლობა ნეფერტარი კიდევ ერთხელ, მადლობა.
პატივისცემით ნექტარი.
P. შ. აღნიშნულთან დაკავშირებით არის უამრავი ფილოსოფიური კვლევები და დასკვნები, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნებიც კიდევ..
მადლობა კახას, პალადას, ნეფერტარის, უღრმესი მადლობა, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. თუმცა იყო კითხვის ნიშნებიც. . მოგესალმებით ნეფრტარი, დიდი მადლობა.
დაგეთანხმებით, ადაამიანის ტვინში ხდება ბევრი რამ, რაც ახსნილიცაა და ბევრიც ჯერ კიდევ აუხსნელიცა, ეს უდავო ფაქტია. ინტუიცია მართავს და იღებს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას მოახლოვებული და მოსახდენი ამოცანის გადაჭრაზე , რადგან ქვეცნობიერი ანალიზის შედეგია, , რადგან ინტელექტზე უფრო ძლიერი ძალაა, მეექვსე გრძნობა და ნიჭია, აზროვნების ფორმა და სტიქიური გრძნობა, შორსმჭვრეტელობაა, რომელიც რაიმეს ზუსტ აღქმას ემყარება და ცდისა და ლოგიკური აზროვნებისაგან დამოუკიდებლად არსებობს, არის ცოდნა ცოდნის გარეშეც კი. გონებრივი შესაძლებლობის გამორჩეული ძლიერი მხარეა, რომელიც არასდროს ღალატობს და რომელიც სწორ მიმართულებებს გვიჩვენებს. სწორედ ინტუიციაში იგულისხმება მომავლის მომენტალური აღქმა და მოიცავსწინათგრძნობას. ხოლო სიზმარი კი, ხანგრძლივი ფსიქიკური პროცესის შედეგია. სწორედ ტვინში მიმდინარე პროცესების შესაბამისად იქნა იქვე დამუშავებული და მოწოდებული ამ ნაწარმოების მოცემული საახელიც, მარტივად, რომ ავხსნათ, ყველაფერ ეს. ადამიანიცა და მასში, მის ტვინში მიმდინარე პროცესები საკმაოდ საინტერესოა და ამოუცნობია, ამიტომაა ყოველი სუბიექტი ერთმანეთისაგან განსხვავებული სავსეით გარეგნულ–შინაგანად, ასე მიმაჩნია.
მადლობა ნეფერტარი კიდევ ერთხელ, მადლობა.
პატივისცემით ნექტარი.
P. შ. აღნიშნულთან დაკავშირებით არის უამრავი ფილოსოფიური კვლევები და დასკვნები, მაგრამ არსებობს კითხვის ნიშნებიც კიდევ..
მადლობა კახას, პალადას, ნეფერტარის, უღრმესი მადლობა, ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. თუმცა იყო კითხვის ნიშნებიც. .
7. ობლიგო - ჩემი სუბიექტური აზრით ნიშნავს ვალდებულებას. რა მართავს კიდევ ადამიანის ტვინს და რას მოჰყავს მოქმედებაში ჩვენგან დამოუკიდებლად, ეს ცნობილია და მაგ პროფილის მეცნიერება ძალიან კარგად იციან.
მეცნიერებას ჰქვია ფსიქოლოგიური ოპტიკა.
ობლიგო - ჩემი სუბიექტური აზრით ნიშნავს ვალდებულებას. რა მართავს კიდევ ადამიანის ტვინს და რას მოჰყავს მოქმედებაში ჩვენგან დამოუკიდებლად, ეს ცნობილია და მაგ პროფილის მეცნიერება ძალიან კარგად იციან.
მეცნიერებას ჰქვია ფსიქოლოგიური ოპტიკა.
6. მინდა აქ მცირე განმარტების სახით მეც შემოვუერთდე პალადას–ღრუბელთა და სიბრძნის ღმერთქალს, მშვიდობიანი შრომისა და მეცნიერების დამცველს, ადამიანთათვის კანონშემქმნელს, ფიზიკური და გონებრივი შრომის თაყვანმცემელს და შემოქმედს.
რომ თქვენს კომენტარში P. შში ჩამოყალიბებულ დასაბუთებულობას ვეთანხმები და დავამატებ, რომ არსებობს წინასწარმეტყველური სიზმრებიც, რომელნიც მართლაც გვაცნობებენ მოსალოდნელის შესახებ გვაწვდიან მოსალოდნელის შესახენ ინფორმაციას და ის უნდა გაითვალისწინო. კერძოდ, რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე რამდენიმე დღით ადრე, როგორც ახლა, რომ წავსულიყავი სააღდგომოდ სოფელში. წინღამეს ვხედავ სიზმარს, ვზივარ მანქანაში მძღოლის გვერდით, მძღოლის უკან კი ზის ჩემი შვილი, ჩაგვიქროლა თეთრმა მანქანამ, წააცალა სახურავი ჩვენს მანქანას, მივიხედე და გულწასულია ჩემი შვილი, არ ვიცი როგორ გადავედი ჩემს შვილთან მიმავალ მანქანაში, ავიყვანე ხელში, გადმოვედი მიმავალი მანქანიდან დახმარებისა და სასწრაფოს გამოძახებას ვიხვეწებოდი. წავედით, ვიყავი ძალიან აფორიაქებულ წამოსვლამდე, არც მისადილია, ავედი მხოლოდ სალოცავში და სანთელი ავანთე წამოვედით. ნახევარი გზა რომ გამოვიარეთ შევისვენეთ და წავიდა ჩემი შვილი და მძღოლის უკან დაჯდა, მანამ მძღოლის გვერდით იჯდა. იმწამში გამახსენდა წინა ღღამეს ნანახი სიზმარი, ვთხოვე თავის ადგილზე დამჯდარიყო, მაგრამ უარი თქვა, მივედი და მძღოლის უკან მე დავჯექი, ვთხოვე იქით გაწეულიყო და დავჯექი. გამოვუყევით გზას, უმოკლეს მანძილზე, იყო წვიმდა, ქაროდა, თოვდა ხან მზე იყო. 20 სიჩქარით მოვდიოდით, უკნიდან დაგვარტყა მანქანამ 140 სიჩქარით მოავალმა, მძღოლმ შეძლო საჭის გასწორება და გაქცევა, ხრამში ვიჩეხებოდით, გავჩერდით შემდეგ, ძლივს გახსნეს მძღოლის კარები, სამი კარები არ გაიხსნა, ისე იყო მანქანა დაჭეჭყილ–დამტვრეული, რომ აღარ გამოდგა, მაგრამ სასწაული ყ ელა გადავრჩით, მე მძღოლის უკან ვიჯექი დავარტყი თავი, გონება დავკარგე, მქონდა შერყევაასთი მრავალი შემთხვევა მქონდა ჩემმა ქვეცნობიერმა რომ გამაფრთხილა და გადავრჩი, ეს არაერთი შემთხვევააა სიზმრიდან ჩემთვის.მხოლოდ ასეთ შემთხვევებში ვნახულობ სიზმარს სხვადროს არა.
ამ ნაწარმოეზე და მის სათაურზე არ მიფიქრია, რატომ და როგორ დავწერე ეს სათაური და ქვემორე ტექსტი არ ვიცი, არ მომიფიქრებია ის დავჯექი და დავწერე რაღაც მექანიკურად. ახლა ვფიქრობ ამ სათაურზეც, ეს სიტყვა არასოდეს წარმომითქვამს აქ წაკითხვამდე. საინტერესოა ჩემთვის რა მართავს კიდევ ადამიანის ტვინს და მოჰყავს მოქმედებაში ჩვენგან დამოუკიდებლად ქვეცნობიერის გარდა მაინტერესებს, რადგან არის კიდევ რღაც რაც ჯერ კიდევ არ იციან ამ პროფილის მეცნიერებმა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მინდა აქ მცირე განმარტების სახით მეც შემოვუერთდე პალადას–ღრუბელთა და სიბრძნის ღმერთქალს, მშვიდობიანი შრომისა და მეცნიერების დამცველს, ადამიანთათვის კანონშემქმნელს, ფიზიკური და გონებრივი შრომის თაყვანმცემელს და შემოქმედს.
რომ თქვენს კომენტარში P. შში ჩამოყალიბებულ დასაბუთებულობას ვეთანხმები და დავამატებ, რომ არსებობს წინასწარმეტყველური სიზმრებიც, რომელნიც მართლაც გვაცნობებენ მოსალოდნელის შესახებ გვაწვდიან მოსალოდნელის შესახენ ინფორმაციას და ის უნდა გაითვალისწინო. კერძოდ, რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე რამდენიმე დღით ადრე, როგორც ახლა, რომ წავსულიყავი სააღდგომოდ სოფელში. წინღამეს ვხედავ სიზმარს, ვზივარ მანქანაში მძღოლის გვერდით, მძღოლის უკან კი ზის ჩემი შვილი, ჩაგვიქროლა თეთრმა მანქანამ, წააცალა სახურავი ჩვენს მანქანას, მივიხედე და გულწასულია ჩემი შვილი, არ ვიცი როგორ გადავედი ჩემს შვილთან მიმავალ მანქანაში, ავიყვანე ხელში, გადმოვედი მიმავალი მანქანიდან დახმარებისა და სასწრაფოს გამოძახებას ვიხვეწებოდი. წავედით, ვიყავი ძალიან აფორიაქებულ წამოსვლამდე, არც მისადილია, ავედი მხოლოდ სალოცავში და სანთელი ავანთე წამოვედით. ნახევარი გზა რომ გამოვიარეთ შევისვენეთ და წავიდა ჩემი შვილი და მძღოლის უკან დაჯდა, მანამ მძღოლის გვერდით იჯდა. იმწამში გამახსენდა წინა ღღამეს ნანახი სიზმარი, ვთხოვე თავის ადგილზე დამჯდარიყო, მაგრამ უარი თქვა, მივედი და მძღოლის უკან მე დავჯექი, ვთხოვე იქით გაწეულიყო და დავჯექი. გამოვუყევით გზას, უმოკლეს მანძილზე, იყო წვიმდა, ქაროდა, თოვდა ხან მზე იყო. 20 სიჩქარით მოვდიოდით, უკნიდან დაგვარტყა მანქანამ 140 სიჩქარით მოავალმა, მძღოლმ შეძლო საჭის გასწორება და გაქცევა, ხრამში ვიჩეხებოდით, გავჩერდით შემდეგ, ძლივს გახსნეს მძღოლის კარები, სამი კარები არ გაიხსნა, ისე იყო მანქანა დაჭეჭყილ–დამტვრეული, რომ აღარ გამოდგა, მაგრამ სასწაული ყ ელა გადავრჩით, მე მძღოლის უკან ვიჯექი დავარტყი თავი, გონება დავკარგე, მქონდა შერყევაასთი მრავალი შემთხვევა მქონდა ჩემმა ქვეცნობიერმა რომ გამაფრთხილა და გადავრჩი, ეს არაერთი შემთხვევააა სიზმრიდან ჩემთვის.მხოლოდ ასეთ შემთხვევებში ვნახულობ სიზმარს სხვადროს არა.
ამ ნაწარმოეზე და მის სათაურზე არ მიფიქრია, რატომ და როგორ დავწერე ეს სათაური და ქვემორე ტექსტი არ ვიცი, არ მომიფიქრებია ის დავჯექი და დავწერე რაღაც მექანიკურად. ახლა ვფიქრობ ამ სათაურზეც, ეს სიტყვა არასოდეს წარმომითქვამს აქ წაკითხვამდე. საინტერესოა ჩემთვის რა მართავს კიდევ ადამიანის ტვინს და მოჰყავს მოქმედებაში ჩვენგან დამოუკიდებლად ქვეცნობიერის გარდა მაინტერესებს, რადგან არის კიდევ რღაც რაც ჯერ კიდევ არ იციან ამ პროფილის მეცნიერებმა.
პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
5. მადლობა, მადლობა პალადა, მალობა.
პატივისცემთ ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა, მადლობა პალადა, მალობა.
პატივისცემთ ნ ე ქ ტ ა რ ი.
4. მაგარია ძაან! - გამართულად, ლამაზად და კარგად დაწერილი...
P.S. ინტუიცია არის ადამიანის ქვეცნობიერი აზროვნება, ანუ ვისაც აქვს ინტუიცია, ე.ი. აქვს ქვეცნობიერად აზროვნების უნარი; ანუ მისი გონება ქვეცნობიერად აჯამებს ტვინში არსებულ ინფორმაციას და იძლევა მოვლენების უფრო ზუსტ შეფასებას, ვიდრე ეს შეუძლია ცნობიერებას... და ღმერთი აქ არაფერ შუაშია! - უბრალოდ, ყველა ჩვენგანს, ტვინში არსებული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილის გაცნობიერების(გახსენების) უნარი აქვს; შესაბამისად, მხოლოდ ქვეცნობიერად გვახსოვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაგვინახავს, გაგვიგონია და გვიგრძვნია... მოკლედ, თქვენ საკუთარ ინტუიციას ნუ ეხუმრებით; ქვეცნობიერად ჩვენ ვიცით ყველაფერი, ვაცნობიერებთ - მხოლოდ მინიმუმს!... ანუ: თქვენ თუ საკუთარი გონება რაღაცას გკარნახობთ - აუცილებლად დაუჯერეთ! ;)
წარმატებებს გისურვებთ! :) მაგარია ძაან! - გამართულად, ლამაზად და კარგად დაწერილი...
P.S. ინტუიცია არის ადამიანის ქვეცნობიერი აზროვნება, ანუ ვისაც აქვს ინტუიცია, ე.ი. აქვს ქვეცნობიერად აზროვნების უნარი; ანუ მისი გონება ქვეცნობიერად აჯამებს ტვინში არსებულ ინფორმაციას და იძლევა მოვლენების უფრო ზუსტ შეფასებას, ვიდრე ეს შეუძლია ცნობიერებას... და ღმერთი აქ არაფერ შუაშია! - უბრალოდ, ყველა ჩვენგანს, ტვინში არსებული ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილის გაცნობიერების(გახსენების) უნარი აქვს; შესაბამისად, მხოლოდ ქვეცნობიერად გვახსოვს ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაგვინახავს, გაგვიგონია და გვიგრძვნია... მოკლედ, თქვენ საკუთარ ინტუიციას ნუ ეხუმრებით; ქვეცნობიერად ჩვენ ვიცით ყველაფერი, ვაცნობიერებთ - მხოლოდ მინიმუმს!... ანუ: თქვენ თუ საკუთარი გონება რაღაცას გკარნახობთ - აუცილებლად დაუჯერეთ! ;)
წარმატებებს გისურვებთ! :)
3. მადლობა კახა, მადლობა. მადლობა კახა, მადლობა.
2. მახსოვს ასე მეც ვიყავი ერთხელ, ვიჯექი ასფალტზე 24 საათი, დილიდან დილამდე,ვიჯექი და ვსუნთქავდი სხვა კი ვერ გამეგო რას ვაკეთებდი. ამ დროს ადამიანს გაგიჟებისგან მხოლოდ დუმილი გადაგარჩენს. - მაგრამ მაინც არ ღირდა, მაშინ ეს! ნაცნობი განცდაა, ჩემამდე მოვიდა.4 :) მახსოვს ასე მეც ვიყავი ერთხელ, ვიჯექი ასფალტზე 24 საათი, დილიდან დილამდე,ვიჯექი და ვსუნთქავდი სხვა კი ვერ გამეგო რას ვაკეთებდი. ამ დროს ადამიანს გაგიჟებისგან მხოლოდ დუმილი გადაგარჩენს. - მაგრამ მაინც არ ღირდა, მაშინ ეს! ნაცნობი განცდაა, ჩემამდე მოვიდა.4 :)
1. ადმინისტრაციას ვთხოვ შემიცვალოს ამ ნაწარმოების არასწორი ჟანრი პოზია, ჟანრით – პ რ ო ზ ა. გმადლობთ, პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. ადმინისტრაციას ვთხოვ შემიცვალოს ამ ნაწარმოების არასწორი ჟანრი პოზია, ჟანრით – პ რ ო ზ ა. გმადლობთ, პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|