ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
9 აგვისტო, 2017


გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის დაკარგვაში 1918 წელს, ანუ, 1) გერმანიამ ჯერ როგორ წაართვა 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით რუსეთს, და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს, ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, თავისი მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ, და 2) მოგვიანებით, გერმანიამ როგორ აიძულა გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გერმანიის მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ გადაცემა

გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის დაკარგვაში 1918 წელს, ანუ, 1) გერმანიამ ჯერ როგორ წაართვა 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით რუსეთს,  და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს,  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, თავისი მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ, და 2) მოგვიანებით, გერმანიამ როგორ აიძულა გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის  (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”)  ხელშეკრულებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ეღიარებინა  1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გერმანიის  მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ გადაცემა





პირველი,

1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.




მეორე,

1918 წლის 28 მაისს, ანუ  1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო  გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (ე.წ. ”პროტექტორატის” (მფარველობის))  ხელშეკრულება,  „დროებითი შეთანხმების გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად:


”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”.


საინტერესოა, რომ იმავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად:

”საქართველო ნებას აძლევს გერმანიის მთავრობას ომის დასრულებამდე ისარგებლოს საქართველოს რკინიგზებით ოთხივე მოკავშირე სახელმწიფოების ჯარების და სამხედრო მასალის გადასატანად. რკინიგზების ამ კუთხით ზედამხედველობისათვის თბილისში არსდება განსაკუთრებული კომისია გერმანიის ხელმძღვანელობით, რომელიც მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. გათვალისწნებულია გერმანიის მცირე რაზმების დაყენება რკინიგზის სადგურებსა და ფოთის ნავსადგურში”.




ანუ, გერმანიის მოთხოვნით, 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა საქართველო ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ გერმანიის მოთხოვნით, საქართველო იძულებული გახდა დათანხმებულიყო  ეცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ.



მესამე,

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ 1918 წელს  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემაში გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ  მთავარი დამნაშავე არის გერმანია.



მეოთხე,

ზემოთ აღნიშნული შინაარსის მქონე სტატია (”გერმანიის გადამწყვეტი როლი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის დაკარგვაში”) ამ სტრიქონების ავტორის, ადვოკატ კახაბერ როდინაძის, მიერ  2017 წლის 8 ივნისს  გამოქვეყნებული იყო  ვებ-გვერდზე http://geworld.ge/ge/გერმანიის-გადამწყვეტი-რო/



მეხუთე,

2017 წლის 24 ივნისს გიორგი რევიშვილის ავტორობით ვებ-გვერდზე  http://mythdetector.ge/node/559  გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც გიორგი რევიშვილი ამტკიცებდა, რომ ამ სტრიქონების ავტორის, ადვოკატ კახაბერ როდინაძის, მიერ 2017 წლის 8 ივნისს  გამოქვეყნებული  ვებ-გვერდზე http://geworld.ge/ge/გერმანიის-გადამწყვეტი-რო/  გამოქვეყნებული სტატია არის დეზინფორმაცია, იმ საფუძვლით, რომ ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ თავის სტატიაში გამოყენებული ხელშეკრულებების წყაროდ მიუთითა ინტერნეტის ვებ-გვერდები ვიკიპედიიდან, ხოლო ვიკიპედიაზე ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან ვიკიპედიის სტატიების დაწერა შეუძლია ნებისმიერ  ადამიანს.

შესაბამისად,  გიორგი რევიშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან ვიკიპედიის მასალებზე ნდობა არ შეიძლება, ამიტომ თითქოს დეზინფორმაციაა  ადვოკატ კახაბერ როდინაძის დასკვნა იმის შესახებ, რომ 1918 წელს  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემაში გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ  გერმანია საერთოდ არ არის დამნაშავე.

რის შემდეგაც გიორგი რევიშვილმა განაცხადა, 1918 წელს ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემაში გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ  მთავარი დამნაშავე არის არა გერმანია, არამედ რუსეთი.


მკითხველების საყურადღებოდ,

დაფიქრდით, გაიაზრეთ, გიორგი რევიშვილმა განაცხადა, რომ თუ 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად რუსეთს წაართვა მიწები, მაშინ დამნაშავე არის არა გერმანია მოკავშირეებთან ერთად, ანუ დამნაშავე არის არა ის, ვინც სხვას წაართვა მიწები, არამედ ის, ვისაც მიწები წაართვეს (!), ანუ დამნაშავე არის რუსეთი.

თუნდაც რომ ვივარაუდოთ, რომ რაღაც სასწაულით, დამნაშავე არ არის ის, ვინც სხვას მიწები წაართვა, ანუ დამნაშავე არ არის გერმანია და მისი მოკავშირე ოსმალეთი, არამედ დამნაშავე არის ის, ვისაც მიწები წაართვეს, ანუ დამნაშავე არის რუსეთი, მაინც, თუნდაც რომ ასე იყოს, მაშინაც კი, გიორგი რევიშვილის ლოგიკით, თუ გერმანიამ 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას აიძულა 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ცნობა, რომლის მონაწილე მხარე საქართველო არ ყოფილა (იმ მომენტში, 1918 წლის 3 მარტს, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო არ არსებობდა), მაშინ გერმანია როგორ არ არის დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს მთავრობა აიძულა, რომ ეცნო 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, რომლითაც 1918 წელს ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, გადაეცა გერმანიის მოკავშირეს, ოსმალეთს.


მეექვსე,

მკითხველების საყურადღებოდ, ამ სტრიქონების ავტორმა, ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ, წინამდებარე სტატიაში გამოყენებული ფაქტიური მასალები (1918 წლის 3 მარტის ბერსტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, და  1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულება  მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”  შესახებ,  „დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) აიღო ამჯერად არა ვიკიპედიიდან, არამედ  თვითონ გიორგი რევიშვილის მიერ დაწერილი  სტატიიდან, რომელიც 2017 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული იყო ინტერნეტში ვებ-გვერდზე  http://mythdetector.ge/node/559


მეშვიდე,


ველოდებით გიორგი რევიშვილის განცხადებას, რომ დეზინფორმაციაა ამ სტრიქონების ავტორის, ადვოკატ კახაბერ როდინაძის, მიერ დაწერილი წინამდებარე სტატია, ვინაიდან მასში გამოყენებული ფაქტიური მასალები (1918 წლის 3 მარტის ბერსტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, და  1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულება  მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”  შესახებ,  „დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“)  ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ აიღო ინტერნეტიდან, მაგრამ ამჯერად არა ვიკიპედიიდან, არამედ  თვითონ გიორგი რევიშვილის მიერ დაწერილი  სტატიიდან, რომელიც 2017 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული იყო  ვებ-გვერდზე  http://mythdetector.ge/node/559  შესაბამისად, ვინაიდან ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ თავის სტატიაში გამოყენებული ხელშეკრულებების ტექსტების ციტირება მოახდინა  გიორგი რევიშვილის მიერ ინტერნეტში გამოქვეყნებულ  სტატიაში მოყვანილი ხელშეკრულებების ტექსტების მიხედვით, ხოლო ინტერნეტზე ნდობა არ შეიძლება, ვინაიდან ინტერნეტში სტატიის დაწერა შეუძლია ნებისმიერ  ადამიანს,

ან,
გიორგი რევიშვილმა განუმარტოს ქართველ ხალხს, როგორ შეიძლება ადამიანმა წაიკითხოს 1918 წლის 3 მარტის ბერსტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, და  1918 წლის 28 მაისის ფოთის ხელშეკრულება მფარველობის,  ე.წ. ”პროტექტორატის”, შესახებ,  („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“), და გააკეთოს იმისგან განსხვავებული დასკვნა, რაც გააკეთა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ, რომ 1918 წელს  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემაში გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ  მთავარი დამნაშავე არის გერმანია.


მაშინ როცა
1) გერმანიამ 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით წაართვა რუსეთს,  და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს,  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, თავისი მოკავშირის ოსმალეთის სასარგებლოდ,
2) დავუშვათ, ვითომ, 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით გერმანიამ კი არ წაართვა  რუსეთს,  და მაშასადამე, იმ მომენტში რუსეთის შემადგენლობაში შემავალ ქართველ ხალხს,  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, არამედ უშუალოდ ოსმალეთმა, მაინც, ფაქტია, რომ 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით (ციტატა: ”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”) გერმანიამ  აიძულა საქართველო  ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ გერმანიამ  აიძულა საქართველო ეცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ.



კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
09.08.2017


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები