დამემშვიდობე! ბნელ ჭაობებს მთვარე დაჰნათის, ჩაუფენიათ მწუხრის სხივი ღრუბლის ამალებს, დამემშვიდობე! წყვდიადს უხმობს ქარი მარადი და ყიამეთში ნაზი შუქი შეიფრთამალებს.
რას ელოდები! ყოველი ხმა წასვლას მიგტირის, ბოლო ცრემლებით ვერ აცდუნებ გუნებას ასე, ვერც სატრფოს სახე აყვავდება შენთვის კვირტივით და შენი ვალი წაგიძღვება უკაცურ გზაზე.
დამემშვიდობე! შენს კერასთან ყოფნასაც გაცლი, სახლშიაც მიხვალ, გული ცრემლმა თუ არ მოლია და იქ გააბამ იმ შორეულ ლანდებთან ლაციცს, ქსელს რომ ხლართავენ და უცნაურ მელანქოლიას.
შემოდგომის ტყე ფოთოლცვენის დაგხვდება ჟამით, გაზაფხულზე კი შენს ფეხებთან კვირტი ისახვის, მაგრამ რა გითხრა, შენც მოგელის ის ერთი წამი, გადასახდელი სულ უბრალო სიცოცხლისათვის.
ღრუბელთა ლანდებს უკვე ადევს ღამის ურდული, მთვარე დაცხრა და ზღვაც მინელდა ძალიან ნელა, მარადი ძილით განისვენებს ყველა სულდგმული, ვინც ჭაპანწყვეტით დღეცისმარე შრომობს და ღელავს.
შენც განისვენებ სამარეში და ასე მრუმედ ჩაინავლება, რაც მიგაჩნდა დღემდე წალკოტად. შენი ხსოვნა და სინანული გაქრება თურმე და ეგ ღიმილიც, შენ რომ ასე ძლიერ გამკობდა.
ინგლისურიდან თარგმნეს ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. სათარგმნელად რთულია. დედანში ვერც აღვიქვამ ყველაფერს კარგად, მაგრამ კარგად იკითხება... რაც მართალია, მართალია... აღარ ჩავეძიები... სათარგმნელად რთულია. დედანში ვერც აღვიქვამ ყველაფერს კარგად, მაგრამ კარგად იკითხება... რაც მართალია, მართალია... აღარ ჩავეძიები...
1. ორიგინალი იხილეთ აქ
https://www.poemhunter.com/poem/stanzas-april-1814/ ორიგინალი იხილეთ აქ
https://www.poemhunter.com/poem/stanzas-april-1814/
|
|
მონაცემები არ არის |
|
|