ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2017


შერონ

იქნებ, ოდესმე გაბედო შენც რომ,
პოეტის ცოლი დაგაქრვას ხალხმა
და თუ ასეა, დამნებდი შერონ,
თორემ ლოდინით სხეულიც გახმა.
იქნებ, ერთ ღამეს თოვლივით დადო
შენი სხეული ჩემს დაღლილ სულზე,
მე ახლა ლაშას, აჩიკოს, ლადოს
ჩარჩოში ჩასმულ ეპოქას ვუმზერ.
არ ვიცი, როგორ აგიხსნა მე რომ
ფილტვებით დამაქვს, სამყაროს სუნთქვა.
შენ უჩემობას უხდები შერონ
და პოეტებსაც ათასჯერ უთქვამთ
- გერქვას პოეტი მძიმეა, მძიმე
და ცოლობა კი გოლგოთა უფრო.
დღეები მოჰგავს გაწყვეტილ მძივებს,
ამინდები კი, ბუნების სუფრას.
ხესთან ლეკვივით ჩამომჯდარ ჩერომ,
ლოკვა დაუწყო ენძელებს გამხმარს...
იქნებ, ოდესმე შენც ჩემო შერონ,
პოეტის ცოლი დაგარქვას ხალხმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები