ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2017


გვირილები...

ზღვისფრად გაშალეთ გვირილები... გაშალეთ ლურჯად,
თეთრი კაბები მოუხატეთ გვიანი ტალღით,
მერე სურვილი გაუმჟღავნეთ, გაანდეთ სუნთქვა,
ამ ყვითელგულა დედოფლებში გაფანტეთ დარდი.
იქნებ უყვარხარ?.. -დაგიმოწმებს ციმციმს სინაზე,
და იქნებ არა?.. - ნუ იდარდებ ეს თამაშია,
გგონია მხოლოდ გვირილა წყვეტს "ვნების სიმარდეს?"
ანდაც "სიგიჟე" მისი ფრთების სუსტ ძალაშია?
არა...სინათლე ყველგან არის, ყველგან ძგერს გაბმით,
ღრუბლიან ცაზე ვარსკვლავებიც "იღვრება ფუნჯად,"
მიდით, გაფანტეთ თეთრ კაბიდან უფერო დარდი,
ააღიმილეთ გვირილები, გაშალეთ ლურჯად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები