ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
22 აგვისტო, 2017


შ ე ნ და შ ე მ......

შემოდგომა  დაცემულა  შენს  ფეხებთან,
სევდიანი,  დრომოჭმული,  მოტეხილი, 
ჩაბნეულა  ნარიჯისფერ  ხმელ  ფოთლებში
როგორც  ქალის  ჩაწყვეტილი  ქარვის  მძივი.

შემოგყურებს უიმედო,  იმედებით
საშენოთი,  შენი  სევდის  მოზიარე,
მიკვირს  შენი,  გრძნობა  კიდევ  გიკიჟინებს,
გზა  წინ  არის,  გეზი ცვალე,  მომიარე.

წამოდგება,  უძლურება  სადღაც  შორად
დასანახად,  გავლასაც  კი  შეეცდება,
ქარო  მოდი,  მომეხმარე  გასჩურჩულებს
და  სახეზე  ფერი  უფრო  შეეცვლება.

დამჭკნარ ფოთლებს,  ჩემი  ტანი  წარმოადგენს,
მოწყვეტილი,  მივებარე  ამბობს მიწას,
სული  სუფთა დაფოფინებს  ზეცის  თაღზე,
ალიონი  ზეცის  კიდეს  როცა  კირწლავს.

მერე  ციდან,  გადმოდინდა  ნელი  წვიმა,
მოჟუჟუნე,  მზემ  თვალები  მოიფშნიტა.
არასოდეს  არ  დანებდე  ამ  ცხოვრებას,
დაიჟინებით  მყარად  გულში  მოინიშნა.

მიდიოდა,  შემოდგომა  ფეხაკრეფით,
სადად,  ისევ  ფერმკრთალი  და დაბნეული.
გადმოგხედა  და  თვალებით  გეამბორა,
შენ  მრჩებიო,  თქვა  სამკალიც,  ანეულიც.

შემოდგომა  დაცემულა  შენს  ფეხებთან 
ოი  როგორ,  გამაკვირვე  ერთხელ  კიდე,
გაზაფხულად  ჩემში  მოდი,  ერთხელ  კიდევ
შენებებურად  გულში  ფრთხილად  შემეხიდე.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები