ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ადვოკატი კახაბერ როდინაძე
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 აგვისტო, 2017


საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 1918 წლის 28 მაისს ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, ოსმალეთის საკუთრებად აღიარების ცნობა, როგორც ეროვნული ღალატის აქტი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ 1918 წლის 28 მაისს ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, ოსმალეთის საკუთრებად აღიარების ცნობა, როგორც ეროვნული ღალატის აქტი

(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის  (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულებით 1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ცნობა, ანუ ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3,  ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, ოსმალეთის საკუთრებად აღიარების ცნობა, როგორც ეროვნული ღალატის აქტი)




1918 წლის 3 მარტს, ანუ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე  თითქმის 3 თვით  ადრე, ბრესტ-ლიტოვსკის  ზავის ხელშეკრულებით, რომელიც დადებული იყო, ერთი მხრით, გერმანიას და მის მოკავშირეებს, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს, და მეორე მხრივ, საბჭოთა რუსეთს შორის, გერმანიამ მოკავშირეებთან ერთად საბჭოთა რუსეთს წაართვა ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქები, რომლებიც გადაეცა ოსმალეთს, ანუ ისტორიული საქართველოს, ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქები, გერმანიამ, მოკავშირეებთან ერთად, წაართვა რუსეთის სახელმწიფოს და შესაბამისად, იმ მომენტში რუსეთის სახელმწიფოში მცხოვრებ ქართველ ხალხს.

1918 წლის 28 მაისს, ანუ  1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ, ქალაქ ფოთში დაიდო  გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულება,  „დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“, რომლის პირველი მუხლის თანახმად:

”საქართველო ცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას, როგორც გერმანიის იმპერიასთან ურთიერთგანწყობილების საფუძველს”.


ანუ, გერმანიის მოთხოვნით, 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით გერმანიამ აიძულა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ეცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ გერმანიის მოთხოვნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ  სცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ.

ანუ, 1918 წელს  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემაში გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ,  მთავარი დამნაშავე არის გერმანია.

რომც ვივარაუდოთ, რომ, რაღაც სასწაულით, ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, 1918 წელს ოსმალეთისთვის გადაცემაში დამნაშავე არ არის ის, ვინც სხვას მიწები წაართვა, ანუ დამნაშავე არ არის გერმანია და მისი მოკავშირე ოსმალეთი, არამედ დამნაშავე არის ის, ვისაც მიწები წაართვეს, ანუ დამნაშავე არის რუსეთი, მაინც, ამ სასწაული ვარაუდის შემთხვევაშიც კი, მაინც, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ხელისუფლება ვალდებული იყო სამართლებრივად არ ეღიარებინა 1918 წლის 3 მარტს რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, ოსმალეთისთვის გადაცემა, იმ ვარაუდით, რომ მომავალში შესაძლებლობა ჰქონოდა სამართლებრივი პრეტენზიები წარედგინა ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, დაბრუნების მოთხოვნით.

მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ,  გერმანიის მოთხოვნით, 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით სცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ გერმანიის მოთხოვნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვაკეთებთ დასკვნას, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1918 წლის 28 მაისს ჩაიდინა ეროვნული ღალატის აქტი, რაც იმაში გამოიხატა, რომ, გერმანიის მოთხოვნით, 1918 წლის 28 მაისის გერმანია-საქართველოს 1918 წლის 28 მაისის ფოთის (მფარველობის, ე.წ. ”პროტექტორატის”) ხელშეკრულების („დროებითი შეთანხმება გერმანიასა და საქართველოს შორის წინასწარ ურთიერთგანწყობილების დამყარების შესახებ“) პირველი მუხლით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სცნო 1918 წლის 3 მარტის  ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება, ანუ გერმანიის მოთხოვნით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ სცნო  ისტორიული საქართველოს ტერიტორიების 1/3-ის, ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების, გადაცემა გერმანიის მოკავშირის, ოსმალეთის, სასარგებლოდ.


კახაბერ როდინაძე
ადვოკატი
ბათუმი, აჭარა
14.08.2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები