ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2017


  ჩამოტვირთვა

შენ არც კი იცი ...

შენ არც კი იცი...
არც კი იცი, როგორ მაკლიხარ
და ჰაერივით შეუწყვეტად როგორ მჭირდები,
ვიხსენებ ყოველ წუთსა და წამს,
მაგრამ გატყუებ,
რადგან არასდროს, სულ არასდროს, არ მავიწყდები.
შენ არც კი იცი,
როგორ მინდა ისევ მოვიდე
და ძველებურად გახვეწნინო ათას რამეზე
და ახლა ამ წამს, ამ მომენტში, ისიც მეყოფა
გამიღიმო და სხვა დანარჩენს აღარ დავეძებ.
შენ არც კი იცი
და მემგონი, მე არც კი მითქვამს,
როგორც ბევრი რამ, რაც საკუთარ გულში ჩავმარხე.
მიყვარდი ისე, გეფიცები, დღემდე მიყვარხარ,
რომ ღმერთი, ჩემო, შენს თვალებში ამოვიკითხე.
შენი თითების სითბო ისე მჭირდება ახლა,
რომ არ გავგიჟდე, შევიშალო მარტის ქარივით
და ყოველ ფეთქვას, გულისცემას, საკუთარ თავის
ვუსმენ და ვფიქრობ ვერ გავუძლებ ამდენს და მაინც...
შენ არც კი იცი,
არც გადარდებს რა ხდება ჩემთან
ან იქნებ დარდობ და მიხსენებ დროგამოშვებით,
გაგახსენდება, თუ მიხსენებ, გაგახსენდება,
წვიმაში იმ დღეს ერთმანეთზე როგორ ვზრუნადით.
დრო ისე გადის ყოველი დღე არის სულერთი,
მხოლოდ დრო გადის დანარჩენი აღარ იცვლება,
მე ყოველ დილას შენზე ფიქრით ვხვდები განთიადს
და საღამოსაც შენს ფიქრებში მიმეძინება.
შენ არც კი იცი,
არც მე ვიცი როდის წახვედი
ან რანაირად მოვახერხე შენი გაშვება.
თუკი არსებობს გადარჩენა მცირედით მაინც,
მოდი ჩემთან და შენ იყავი ეს გადარჩენა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები