ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2017


ხვლიკები

შენი სიცოცხლის ფერი სხეულის დასანახად,
ის ბავშვობა ამოწურეს უაზრო ხრიკებმა,
სადაც არ ეღირსა თვალებს მენახე შიშველი.
მზე იყო... ხვლიკებს უხსნიდა პურის დანა სახეს
და იმ დღეს ეზოში მორჩა სიცოცხლე ხვლიკების,
თუმცა ჩემ მშიერ ფიქრებს ვერაფერი ვუშველე...


მზე ახლაც არის... მე აღარ... ჩემი დანაზოგი
- სხეული, ეკუთვნის შავ ხვრელს, გრავიტაციას...
სუნთქვა ჰაერს, თვალები ცას, ხმა მექანიკურად
ამოდის ხორხიდან. გახსოვს მე ვთქვი : დანა ზოგჯერ
სიკვდილსაც ვერ შველის. ვიფიქრე გაგიტაცებდი
ფრაზებით. შევცდი. დამემართა უშენობა პანიკური


და დღეს, ბოლო შანსისთვის დანაზოგი სხეული,
ეკუთვნის სიზმრებს, რომელშიც მომსდევენ ხვლიკები
სისხლიანი სათვალით, ვშიშვლდები, ფიქრებს ვხუჭავ...
ყველამ დამასწრო... ის სიშიშვლე გამოკვლეული
სხვას ეკუთვნის. თურმე არსებობს მარტივი ხრიკებიც.
ვდგამ ნაბიჯს. ვშლი ხელებს. მძღოლმა ისევ დაამუხრუჭა...
ჩემი სხეული მხოლოდ ჰაერს ეკუთვნის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები