ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
16 სექტემბერი, 2017


დეჟავუ

უყურებ მთვარეს ღრუბლების ჩადრით
როგორ იფარავს გადაღლილ სახეს
როცა მზე მშვიდად ეზოში ჩადის
ქუჩებში ტოვებს ბეტონის სახლებს.
რუტინას ისევ ანაცვლებს სარკე
კისერზე გიჭერს ფიქრების ხლართი
დგები ყოველდღე შენ ასე ცალკე
ატარებ სხეულს სულ სხვების ხათრით
უცხადებ პროტესტს განგებას აშარს
სუნთქვა კი ხდება დღითი-დღე მძიმე
ამინდი ფიქრებს ქარებით აშრობს
მაგრამ ვერ შველის ჩვეულ სამძიმარს
რომ ეს სხეული - განგების ქარგა
არის ალიბი სულ უფრო მკვეთრი
რომ შენზე კონტროლს სამყარო კარგავს
და მის გარეშეც სივრცეებს კვეთავ
ბრუნდები ზოგჯერ...
მგზავრობამ ხშირმა
დაგღალა უკვე გტკივდება გვერდი,
ნაწილი შენი სხეულის - შირმა
ვერ ეგუება სამყაროს ვერდიქტს.
უყურებ ისევ ღრუბლების დაფას
გამარჯვებულის აწერენ სახელს
და სიმბოლურად ფიფქები დაფნის
გვირგვინის მსგავსად ახურავთ სახლებს.
სარკის წინ მშრალი ფიქრები გელის
ფიქრები შენი სხეულის ყურე
და მაინც სადღაც სიღრმეში გულის
ფიქრობ რომ ნანახ კადრებს უყურებ

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები