ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2017


პოლიტ-მელეხური ოდა

თუ ხარ უკვე მაგნატი,
დონალდ ტამპის მაკრატლით
შეიმოკლე თმა;
გახდი - ფრანტი აშიკი,
ბრიოლინი თმაში კი
მოიმარაგე;
გსურს ბელადის ნაქონი
ყალიონი. გაქონილ
ტუჩებს ილოკავ,
როცა მუგუზალიდან
მწვადი გიხმობს. ზალიდან
სტუმრის კილოკავს
შეაგებე ხითხითით
თრობითი და კითხვითი
მედიდურობა.
გშვენის Epos საათი,
ნათქვამები საადის;
ბნელი ტაბარე
გეგებება ლაციცით.
ამაყი ხარ რაც იცი
შენი მთა-ბარის.
სხვა ჟღერა აქვს - ფა, დო რე-ს,
ლამის ,,გააპაზორეს''
რიხი ფარული.
შენი სადღეგრძელოა
სულის ნაპრალებიდან
გამოპარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები