ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2017


ფიფქების ქორო

ცა იფარებდა სახეზე ღრუბლებს
ცას თითქოს ციდან გაქცევა სურდა
მაგრამ ცის იქით ცისფერი ზღურბლი
ცის აქეთ თოვლი, წვიმა და სურდო
იყო მიზეზი გაქცევის არსად
იყო მოტივი უსიტყვო ყოფის
ბანალურია სიცოცხლის არსი
როცა სიცოცხლედ ცხოვრება გყოფნის
მაგრამ ის ღამე არ გავდა ასეთს
იღიმებოდნენ კაცები შორით
და იღლიაში ამოჩრილ გაზეთს
დაჰქონდა მთელი სამყაროს ჭორი
ქარები ლექსით ჩახლეჩილ ხორხებს
უშვერდნენ ცას და ირჩევდნენ მიზანს
შენ კითხულობდი იმ ღამით ბორხეს
მე ვკითხულობდი ლადოს და მირზას
ქალაქის ორთქლი მსუბუქი ერთობ
დაქონდათ ღამე გატეხილ ქარებს
მე კი ვიდექი გარეთ და ღმერთო
შენი ფიფქების ვუსმენდი ქოროს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები