ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯაფარა77
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2017


ჩადრიანი ქართველი ქალი...

მთელი ცხოვრება უდარდელმა გავატარე ჭრიჭინასავით.
არც ვიცოდი და არც მაწუხებდა არვის გოდება...
ამაყი სამშობლოთი, დიდგული ეროვნებით-ტრადიციებით
ვნებივრობდი და უფლისწულივით დავაბიჯებდი ვიწრო,
მაგრამ უკიდეგანო წარსულის მქონე ძირძველ ქუჩებში...
დავაბიჯებდი,
დავყიალობდი,
დავძრწოდი და არაფერი არ მადარდებდა მანამ,
სანამ ქართულ მიწაზე, ძირძველ უბანში,
ჩემს საყვარელ და გამზრდელ ქუჩაზე
ჩადრში გახვეული, ქართულად მოლაპარაკე ქალი არ შემხვდა...
ქართველი ქალი...
სულ ერთიანად ჩამომექ-ცა ზე-ცა ბეჭებზე...
მზისქვეშეთიდან, წინაპრების სისხლი გაწვიმდა...
მწვანე ბალახმა, სისხლიანი კვირტი გაბერა...
ირგვლივ პაპათა ხორცით გამძღარი სვავები აყეფდა...
აყეფდა ჰოო, გენი აყეფდა და
ქართული ჯიშის გადარჩენის იმედი
ჩაწიხლული ლეკვივით აწკავწკავდა და გაიქცა...
ერთ წამში გადაურბინა ქუჩას, - წინაპართა გვამებიდან აფრენილი
ბუზის ტორნადომ...
გაშავდა წარსულიც და მომავალიც...
მიწას, ცხელი სისხლის ოხშივარში მოხარშული ქუჩა დააკვდა,
ქუჩა, რომელზედაც მოხტუნავდა პატარა ბიჭი,
რომელიც ჩადრში ამოხრჩობილ დედას მოჰყავდა...
ჰო, დედა იყო, ჩადრიანი ქართველი ქალი...
ქართველის დედა...
15.08 2017

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები