ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აზორ აჰაი
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2017


"მოს კაშნე"

                                                                    „მოს“ კაშნე

-ენი, შენი ძილის დროა საყვარელო; სარწეველაში პლედში გახვეული „ნაცრისფერი გორგალი“ ეძახდა წაბლისფერ თმიან პრინცესას;
-ხუთი წუთიც,  გთხოვ ბებია;
დლინგ, დლონგ... დლინგ დლონგ...
ენის უყვარს მო, მოსაც უყვარს ენი,
ენი და მო მიდიან საჰარაში,
პირამიდებთან მიდიან სიმღერით...
-დაიძინე ენი ძვირფასო;
-ბებია დაპირება ხომ გახსოვს, ხვალ მოს დაბადების დღეა. ხვალ შობაა, პირველი თოვლი მოვა ბებია, მოს კი სცივა. ხომ მოუქსოვ მოს კაშნეს, საყვარელო ბებია?
-აუცილებლად ჩემო ანგელოზო.
-დლინგ,  დლონგ...  დლინგ, დლონგ...
ენის და მოს წითელი კაშნე ახვევიათ
ისეთი გრძელი რომ მთელს საჰარას შემოსწვდება
მოს გრძელი კაშნე!
-ბებია, საჰარაში მოდის თოვლი?
-არა საყვარელო, იქ მუდამ ცხელა. ამიტომაც აქვს მოს გრძელი კისერი რომ ღრუბლებს მისწვდეს, ფერად-ფერადი თოვლის ქულები შეჭამოს ცაში.
-მაგრამ აქ ცივა ბებია, მო კი ჩემი ერთადერთი მეგობარია და არ მინდა გაცივდეს; -ხომ მოუქსოვ კაშნეს?
... ბებიას ეძინა.
დლინგ... დლონგ.
ენის და მოს წითელი კაშნე ახვევიათ
ბებიას მოქსოვილი
დლინგ, დლონგ...
უკვე თორმეტი საათია
შობა შემოსულა
ავე მარია...
ლამაზი ჟირაფი მო
და ლამაზი „პრინცესა“ ენი
საჰარის „შარაგზას“ მიუყვებიან
რა...
ანუბის...
ანუ ვის?
პირამიდებს და მოს
წითელი კაშნე ახვევიათ...
ტკბილი ძილი ენი;

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები