ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2017


გაგრა

ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე
ცაზე ღრუბლების ფარდები სადა
ბავშვობა ახლაც იქ დარბის ისევ
ქუჩები ხელებს იშვერდნენ სადაც

პალმები თითქოს გვეფინა მხრებზე
გავდნენ რაღაცით შეფერილ აფრებს.
ვგრძნობ იმ ქალაქში ხეები ხმება
და მე ვხვდები რომ უბრალოდ ვაფრენ

ან ვემსგავსები უტყვიო მჭიდებს.
მორჩა, შეხორცდა, გათავდა, გაქრა
სენი - ბავშვობა, რომელიც მჭირდა.
დიაგნოზი კი  - სოხუმი, გაგრა

სამყაროს მიმართ შედგენილ სარჩელს
უფრო გაქვს ვიდრე სიგიჟის მოტივს.
მზად ვარ დაგითმობ, სხეულის სარჩულს,
ზღვას გამოყევი, შენ ოღნდ მოდი.

იქნებ შერჩენილ იმ ბოლო ფოთოლს
ჩემთვის ინახავ და ზღავ კი მთვარეს...
ვერ გადაღებულ მივტირი ფოტოს
და მამაჩემის ვუყურებ თვალებს

ზღვაზე ტალღების მოლურჯო პლისე
მორჩა, გათავდა, შეხორცდა, გაქრა.
დიაგნოზი კი უცვლელი ისევ
უკურნებელი სენი მჭირს - გაგრა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები