ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ამირან ჯანჯღავა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2017


შენ ეს შეძელი

ქარმა ფოთლების შემოაცვა ქუჩებს მატინე
ცა კი ღრუბლებმა შემორაგეს თეთრი მესერით
შენ ეს შეძელი, ყველას გული ერთად მატკინე
დღემდე ნასროლი ყველა ტყვია ერთად მესროლე.
კადრებით ვხვდები ახლო არის ახლა ფინიში
წვიმა - ბუნების უტყუარი  ძველი მიმიკა
მინდა რომ ერთხელ შენს სხეულთან ახლოს მიმიშვა
და მერე სულზე შენი სუნთქვა ისე მივიკრა
მთელი სხეული ავწიო და სადმე ვისროლო
ანდაც კედლებთან ლექსებივით ჩუმად დავტოვო.
სამწუხაროა, მე არ მერგო ალბათ ის როლი,
როცა ახალ წელს გაჩუქებდი ვარდებს დათოვლის.
მაგრამ რას იზამ, ასე არის როცა მესერი
- შენი სხეული, სულს გიფარავს როგორც მატინე.
შენ ეს შეძელი, ყველა ტყვია ერთად მესროლე,
დღემდე ნატკენი ყველა გული ერთად მატკინე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები