ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თ.კომლაძე
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2017


ცარიელ ოთახში რეკავს ტელეფონი

ცარიელ ოთახში რეკავს ტელეფონი,
ფანჯარას აწყდება ბუზების არმია...
ღამის სამი ხდება, ან ოთხი.. მემგონი,
ვგრძნობ, რომ ასე ყოფნას დღეს სულ სხვა შარმი აქვს.
ვწევარ იატაკზე თვალებდაბინდული,
რაფაზე ლიცლიცებს თეთრი სანათური,
ყრია იმედები, ძველი და ბინძური,
ძირს და სათითაოდ სიზმრებს ანადგურებს.
ვღიღინებ. ვსუნთქავ და ფარდებს შევეზარდე.
ავყევი ნიავის ნარნარს და ნაამბობს,
მე არ მოველი ზღაპრებს და შეჰრეზადებს,
მე ვუსმენ ქარიშხლებს, ვუსმენ არტურ რემბოს...
მოვსვი არაყი და მერე მანდარინი
ჩავატანე, კანი ნავთქურაზე დავწვი...
ნუთუ, ის ვერხვები ისევ მანდ არიან,
ნუთუ, ისევ დგანან, ისევ ისე აწვიმთ,
ისევ შენს ფანჯრებთან ყრიან ყვითელ ფოთებს,
ხრიან დილაობით წელს, რომ გამოდიხარ
და მიგაცილებენ ტოტებით მეტრომდე.
ქარმა უკვე ბევრი ტოტი ჩამოტეხა...
ვწევარ იატაკზე, ჭერი იზნიქება.
ღამის სამი ხდება, ან ოთხი... მე მგონი,
ვეღარ უშველიან ჩემს სულს ბიტნიკები...
რეკავს არ ჩერდება ძველი ტელეფონი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები