ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2017


სუფთა წარსულით მოვდივარ დღემდე...

სუფთა წარსულით მოვდივარ დღემდე,
სუფთა წარსული მექნება ხვალაც.
გმირების კვალზე ამაყად შევდექ,
ვგრძნობ ჩემი მიწის სურნელს და ძალას.

სუფთა წარსულით მოვდივარ დღემდე,
სუფთა წარსული მექნება მუდამ.
მჯერა, მივაღწევ სასურველ შედეგს,
ჰო, დედაჩემსაც სწორედ ეს სურდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები