| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2017 |
ღვთიურ სამსჯავროს სულ დაღლილი ვუახლოვდები... ღვთის სამეფოში შემაშფოთებს ნათლის ციაგი, რაც ბოროტი ვქმენ ან კეთილი სულ აქ ვგროვდები, აქ სიშიშვლეა, ზეციური და იშვითი. კვართის სითეთრე ვერ აცდუნებს არსთა გამრიგეს, ვერც ღვთიურობა, როგორც წამდა ჟულიენ სორელს. უსასოობა ტრამალებში გამინაპირებს... ვწყევლი ამ სხეულს და ამ გრძნობებს ასე, რომ სცოდეს. მე ჩემი თავი შიშს შემამთხვევს, ჩემი არსება... სიკვდილის წინაც საუცხოოდ უნდა ხარობდეს, არ ეკადრება ჩემს სურვილებს შელამაზება, არც ნუგეში სურს , კაცის მტერი აღარასოდეს. ცხოვრება ცდილობს, დაგვაბედოს ცოდვის მანტია. და შეგვამთხვიოს უცაბედად გრევის მოედანს, უნდა დავკარგოთ , რაც ოდესმე დასაკარგია რაც გვაიძულებს წარსულისკენ სევდით მოხედვას. ახლა ოცნებით ვემსგავსები ოლიმპოს მკვიდრებს. ზევსის და ჰერას ძე მგონია საბრალოს თავი, ვეპოტინები მაღლა ცას და უფსკრულის კიდეს რომ ზეციერთან იქნებ დავდო ცოტახნით ზავი. ზოგჯერვ მოვკვდები აქილევსის სიმართლის ფასად, დავგუბდები და ავიმღვრევი როგორც ნილოსი, მართალს და ცბიერს გავევლები სიმართლის ხაზად, დროის კოცონზე დასაწვავი ერეტიკოსი. არ მსურს სიმშვიდე, ზეციერო ვეძებ გასაქანს, ოცნების ბარტყებს ბუდეში კლავს ჩემი შეგნება, მე ჩემს ცოდვებში სიმართლეში ვეძებ სამართალს და გასაქცევად დასაფერფლი ცეცხლი მედება. ვგევარ იაზონს მოვიტაცო მინდა მედეა, თუმცა ტალღების მითიური თან დამდევა შიში, მინდა მიყვარდეს ესმერალდა ან ნაზი დეა, ან სილამაზე ჩავატიო აისის სხივში. მინდა შევაკვდე გახუნებულ ჯოკონდას მზერას, დავგმო ცხოვრება, გონივრული ასე ერთფერი, მიშველე ზევსო, შემიბრალე დედიკო ჰერა, მე ხომ ზეცის ვარ და ამ მიწას სულ არ შევფერი. ვეძებ სარბიელს, ახვეული თვალებით ოღონ. ვცეკვავ სოლოს და ვერიდები შემხებ დუეტებს, ჩემს ცხოვრებაზე აღარ მინდა წყალობა მოჰყონ, არ მსურს, ღიმილი ანგარება რომ შეუერთდეს. ზოგჯერ მაფიქრებს, აბატების, მღვდლების, მოლების მეუდაბნოეთ შეუცნობი, არსი გონება... უაზრობაა მოკვდავისგან განსჯა ამინდის და გაგრძელების ყველა ხერხით შემოკონება. მინდა ტრიუმფი თუნდაც ბოლოს მომკლას უღირსმა თუნდაც დასასრულს ფერი ჰქონდეს მღვრიე და ბაცი, თორმეტთა შორის მინდა ლუკმა ღვთიურ სუფრისა!... დიონისესთან ღვინით სავსე მე მინადა ყანწი. როგორ გაგწირეს მითიური იმპერატორი?! ვერსალს უღირსთა მოეკიდა ბრბო და გენია, ჟოზეფინასგან ჩახუტება დაგრჩა სადარდოდ... და წლების შემდეგ , ლოდების ქვეშ ეს დაგრჩენია. ლუის აბრიყვებს კარდინალი ს ცივი ზრახვები ფარისევლობა უნუგეშოდ ახრჩობს ოცნებებს ოჰ ჩემო ლუი განწირული ტირის მამიდა იქნებ ბოროტი გონს მოეგოს, ნებით შეჩერდეს. ახლა ოცნებით ვემსგავსები ოლიმპოს მკვიდრებს, ჰერაკლე მინდა დავაჩოქო, მინდა დავცინო... ვეპოტინები მაღლა ცას და უფსკრულის კიდეს, და წარსულებში სიცოცხლე მსურს გადავარჩინო. მინდა ტრაპეზი ყველა ქვეყნის ხელისუფალთან, თან მინდა შხამი, დაუნდობი მე მინდა შხამი პატივს დავდებ და მათ გავუშვებ ყველას უფალთან, რომ გულის ზრახვა ვერ მოასწრონ ცივი და ავი. ბრძოლას მართავენ აჩრდილები ფონტენუას მსგავსს და ბოლოს მაინც უიმედოდ დამარცხდებიან, პატივსს აგებენ, შემოჩვეულ ჯოჯოხეთის დასსს და ხალხის ბედზე ერთხელაც არ დაფიქრდებიან. მინდა დაგიცვა საყვარელო ხარაკირისგან, მე შევიფარო შენი სულის მკრთალი სხივები, მოურჩენელი ტკივილისგან ღამე გაშავდა, და ბურუსებში გადაეშვა შენზე ფიქრები. ხან მივაწყდები დაბნეული შავ-თეთრ ქვითკირებს ხან თვით ღმერთებსაც, უსირცხვილოდ ვიწვევ ბრძოლაში მე ეს ცხოვრება უსამართლოდ სიკვდილს მიპირებს და ცილს დამსწამებს უსარგებლო მეგობრობაში. ვერ გავშორდები დაუნდობი საწუთროს საზღვრებს უსამართლობას სანამ სულზე არ გადავუვლი სანამ საკადრის არ მიუზღავ მოჩვეულ დარდებს და არ მოვიკლავ აზრიანი სიცოცხლის წყურვილს. ღვთიურ სამსჯავროს სულ დაღლილი ვუახლოვდები, შევკრთი რა ცივი და რა უცხო მასპინძელია... რაც ბოროტი ვქმენ ან კეთილი სულ აქ ვგროვდები, ჩვენი სიმოკლე აქ რა რიგად უფრო გრძელია. გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით ხალხისათვის უღირს მონარქებს, ტყვილებს, ოინებს დაუნდობლად დარიეთ ხელი! ბოროტება რომ სიყვარულის მცნებით მონათლეს. მიდი გამლანძღე დაუნდობლად ჩემო მხევალო, რომ სიდიადეს შენი მზერის ეს გული იტევს, შენ სილამაზის, ოცნებების მშვიდო მძევალო, მხოლოდ შენ გჩუქნი სიყვარულით ნაფერებ სიტყვებს. აღარაფერი აღარ არის ჩემთვის ახალი... კარგიც და ცუდიც ჩემი ახლო მეგობარია, მსხვერპლი შესწირე, მიდი კერპებს ქვაზე დამკალი, რომ ვერ მიმეტებ ჩემთვის უფრო საოცარია. მე ჩემი თავი შემაყვარა თქვენმა სიცივემ, მე გაგეპარეთ ბავშვობების გაქცევებიდან... თითქოს არსებულთ არარსებულ მცნებად მიგიჩნევთ, რომელთაც მცნებად არსებობა მაინც გეღირსათ. ვიღაც კითხულობა ჩემი ლექსის ბორძიკ სტრიქონებს, და გააცილებს ჩემი ბოდვის სევდიან ბორანს, მე ის არასდროს სიყვარულით არ მომიგონებს... როგორც მრავალი და ამ ცხოვრების სიზმრებით ბოდავს. მე არ ვუარვყოფ სიკვდილს დროების მეფეს, გაგრძელების და დასასრულების საზომს, უბრალოდ ვცდილობ მე ვბატონობდე ჩემს ბედს, როგორც უფალი თავის საწმყსოზე ამბობს. თქვენ არ იფიქროთ ვეურჩებოდე უფალს, არც მღვდლებს არ ვაჭრი ცოდვით ნაფერებ წვერებს, ღმერთი სიცოცხლეს და ჩემს სიკვდილსაც უყვარს! უბრალოდ ჩვენ ვქმნით, ჩვენს მრავალ ფერად სვებედს. მკვდარი მთვარის ილუზია აკრთობს ღამეს... ედელვაისს ჩაყვა ჩემი იმედები... ზღვა დაამსხვრევს ბნელ ტალღებში გაჭრილ ნავებს მეც ვიმსხვრევი და თავიდან ვიჭედები. უსურვილო სილამაზე უნდა მოკვდეს, უსურვილო აზრი გაწყდეს ალბათ უნდა, სიკვდილია თვით სიცოცხლეც მაინც ოდეს, მოძერწილი ერთი ციდა მიწის გუნდა. გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით უკეთური ხალხის ყბედობას, ტყვილებს, ოინებს რომ გასრისავს არ არის ხელი. ისევ ბოროტი კეთილ სახით ითხოვს შენდობას.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. :) როგორ მაქებ.... :) როგორ მაქებ....
8. ძალიან მაგარია. კარგი პოეტი მოსულა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. 5.
უსურვილო სილამაზე უნდა მოკვდეს, უსურვილო აზრი გაწყდეს ალბათ უნდა, სიკვდილია თვით სიცოცხლეც მაინც ოდეს, მოძერწილი ერთი ციდა მიწის გუნდა.
ძალიან მაგარია. კარგი პოეტი მოსულა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. 5.
უსურვილო სილამაზე უნდა მოკვდეს, უსურვილო აზრი გაწყდეს ალბათ უნდა, სიკვდილია თვით სიცოცხლეც მაინც ოდეს, მოძერწილი ერთი ციდა მიწის გუნდა.
7. Kepler .... Bevri rame.... Kepler .... Bevri rame....
6. "...სიკვდილია თვით სიცოცხლე მაინც...", - რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ მომეწონა..
საინტერესოა, რა ისტორია იმალება, ამ მღელვარე და ბობოქარი ლექსის მიღმა )) "...სიკვდილია თვით სიცოცხლე მაინც...", - რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ მომეწონა..
საინტერესოა, რა ისტორია იმალება, ამ მღელვარე და ბობოქარი ლექსის მიღმა ))
5. დამუშავებას ითხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდი ლექსი ნამდვილად არ არის... ხელი, რომ შეევლოს: კარგი რაღაცა გამოვა...
ღვთიურ სამსჯავროს (სულ) გულგადაღლილი ვუახლოვდები... ღვთის სამეფოში (შემაშფოთებს) თვალს მომჭრის ნათლის ციაგი; რაც ბოროტი ვქმენ, ან კეთილი... სულ აქ ვგროვდები; (აქ სიშიშვლეა,) სისპეტაკეა - ზეციური და იშვითი. დამუშავებას ითხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ცუდი ლექსი ნამდვილად არ არის... ხელი, რომ შეევლოს: კარგი რაღაცა გამოვა...
ღვთიურ სამსჯავროს (სულ) გულგადაღლილი ვუახლოვდები... ღვთის სამეფოში (შემაშფოთებს) თვალს მომჭრის ნათლის ციაგი; რაც ბოროტი ვქმენ, ან კეთილი... სულ აქ ვგროვდები; (აქ სიშიშვლეა,) სისპეტაკეა - ზეციური და იშვითი.
4. ,,გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით ხალხისათვის უღირს მონარქებს, ტყვილებს, ოინებს დაუნდობლად დარიეთ ხელი! ბოროტება რომ სიყვარულის მცნებით მონათლეს''.
,,გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით უკეთური ხალხის ყბედობას, ტყვილებს, ოინებს რომ გასრისავს არ არის ხელი. ისევ ბოროტი კეთილ სახით ითხოვს შენდობას''.
5 ,,გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით ხალხისათვის უღირს მონარქებს, ტყვილებს, ოინებს დაუნდობლად დარიეთ ხელი! ბოროტება რომ სიყვარულის მცნებით მონათლეს``.
,,გაპარსეთ წვერი და გათოკეთ უღირსი მღვდელი! ლაფი დაასხით უკეთური ხალხის ყბედობას, ტყვილებს, ოინებს რომ გასრისავს არ არის ხელი. ისევ ბოროტი კეთილ სახით ითხოვს შენდობას``.
5
3. არადა საინტერესო იქნებიდა ადექვატური კომენტარი .... არადა საინტერესო იქნებიდა ადექვატური კომენტარი ....
2. არადა საინტერესო იქნებიდა ადექვატური კომენტარი .... არადა საინტერესო იქნებიდა ადექვატური კომენტარი ....
1. "ვიღაც კითხულობა ჩემი ლექსის ბორძიკ სტრიქონებს, და გააცილებს ჩემი ბოდვის სევდიან ბორანს, მე ის არასდროს სიყვარულით არ მომიგონებს... როგორც მრავალი და ამ ცხოვრების სიზმრებით ბოდავს."
ვბოდავ როცა ვწერ, მაგრამ როცა ვკითხულობ მაშინაც ვბოდავ :(
მინდოდა ადეკვატური კომენტარის დატოვება, მაგრამ არ ძალმიძს. :(
"ვიღაც კითხულობა ჩემი ლექსის ბორძიკ სტრიქონებს, და გააცილებს ჩემი ბოდვის სევდიან ბორანს, მე ის არასდროს სიყვარულით არ მომიგონებს... როგორც მრავალი და ამ ცხოვრების სიზმრებით ბოდავს."
ვბოდავ როცა ვწერ, მაგრამ როცა ვკითხულობ მაშინაც ვბოდავ :(
მინდოდა ადეკვატური კომენტარის დატოვება, მაგრამ არ ძალმიძს. :(
|
|
მონაცემები არ არის |
|
|