ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2017


პაიალის ლოცვა

ამ ვიწრო ქუჩას, ათასობით მგზავრი რომ თელავს,
ამ მგზავრებს შორის, ათასობით დადის მენავე.
ღმერთო, შენს თმაში ჩავიძირო, მომეცი ნება
და მერე შენი გულის ფსკერზე დამანანავე.
ჩემს ლურჯ მოსასხამს ნაპირებზე თუ გამორიყავ,
მწვანეთვალება ბიჭის გარდა არავის ანდო,
როგორ გავექცე, გამარკვიე, ბედსა და იღბალს
ხომ გადარჩება, ხომ იცოცხლებს ის ბიჭი - ვდარდობ.
შენ დაიცავი მოგზაური ღმერთო განეშა,
გზა აუბნიე, რომ ჩემამდე აღარ იაროს;
იქნებ იმ ერთი შეხვედრისას არც კი გამეშვა,
განწყობა რომ არ ყოფილიყო სამგლოვიარო.
ყველა ქალისთვის წესი არის, ასეთ დროს, სატი
და უარს ვამბობ, ყველა წესზე სიკვდილის გარდა;
მენავეები მოჰყვებიან ღმერთო შენს ნაპირს,
შენს გაშლილ თმებში შემიფარე, მდინარე განგა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები