ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰერკულესი
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2017


შეშლილის დღიურები - თავი- X <ისტორია>

ის ყველაფერს ანადგურებს რასაც შეეხება, ეს მისი ბუნებაა, ეს მისი ფუნქციაა, ეს მას შეუძლია, ის თვითდესტრუქციულია, მხოლოდ მას შეუძლია ისწრაფოდეს უფსრკულისკენ და უფრსკულთან მისული უკან დასახევ გზას ეძებდეს, მხოლოდ მას შეუძლია მისივე ხელით განადგურებულის გამოსწორებას ცდილობდეს და ის ამ ყოველივეს ევოლუციას უწოდებს.
ეს საცოდავი კლონი, რომელსაც ის პლანეტას ეძახის და დედამიწა უწოდა, მისი სახლია, რომელსაც თვითონვე სპობს და მის ნელ და მწამებელს სიკვდილს განვითარებას არქმევს. მსოფლიო კოლონიზაცია სწორედ მისი განვითარების შედეგია, გამოიყენა, გამოწოვა მთელი სიცოცხლე და მიაგდო. მთელი მისი სასიცოცხლო წყარო გამოიყენეს სწორედ იმ ხომალდების შესაქმნელად, რომლებიც კოლონიზაციისთვისაა განკუთვნილი. ყველა რესურსი იხარჯებოდა იმისთვის, რომ ესწავლათ, ეტარებინათ ათასობით ეხპერიმენტი, გაჭრილიყვნენ უფრო წინ, აღმოეჩინათ უფრო მეტი, მიეღოთ უფრო მეტი, და საერთოდ უფრო მეტი ყოფილიყო, არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს, მთავარია იყოს უფრო მეტი. დიახ ეს სწორედ მისი დაწყევლილი ბუნებაა, უფრო მეტი, უფრო მეტი, უფრო მეტი, მარადიული დაუკმაყოფილებლობა. და საბოლოოდ რა შერჩება? გადასახლდებიან სხვა კლონზე და მასაც მოსპობენ, აწამებენ და მოკლავენ და ესე გაგრძელდება. და ეს არის მარადისობა?
დიდებული მანქანებია ეს ჰუკერის ხომალდები, რომლებიც უახლესი თაობის სტასის ძრავებით (სტასერებით) აღჭურვეს. მათთვის დობრკოლებას არაფერი წარმოადგენს, ფანტასტიური სინთეზია, კოლონიზატორის, საბრძოლო, სატვირთო და სამგზავრო სახეობებისა, ფაქტიურად პლანეტაა, რომელიც გადაზიდავს, მოგზაურობს, იკვლევს, იპყრობს და იმორჩილებს. მისი მეშვეობით ნებისმიერი შერჩეული პლანეტების მორგებაა შესაძლებელი მისი საჭიროემისამებრ.
მაგრამ ეს ჯერ არ მომხდარა, ჯერ ჰუკერი ხუთი წლისაა და არაფერი შეუქმნია.
ეხლა ეს პლანეტა ომშია ჩაფლული, მსოფლიო ომში, რომელიც დიდ დაღს დაასვავს მის ორგანიზატორებს და ამ კლონს. ომი რომელიც ასი წლის განმავლობაში იყო გათვლილი და დაგეგმილი მაშინდელი ზესახელმწიფოების მიერ, უფრო სწორედ სახელმწიფოების მიერ კი არა, არამედ იმ დემონების მიერ, რომლებიც სახელმწიფოებს მართავდნენ, მანიპულირებდნენ, ხლართავდნენ ინტრიგებს და საბოლოოდ ეს ომი მიიღეს, მაგრამ არა იმ სახით, როგორც თავად სურდათ. სიტუაცია სავსებით უკონტროლო იყო. ყველა სისტემა მოიშალა, დაინგრა იმპერიები, დაინგრა მსოფლიო ეკონომიკა, ხალხი დაიქსაქსა, ჩამოყალიბდა ფრაქციები. თავიდან მათი რაოდენობა დიდი იყო, მაგრამ საბოლოოდ დარჩა ორი, "წითელი მსაჯულები" და "ხალხის მცველები".
ამ უკანასკნელმა დროთა განმავლობაში ფორმირება განიცადა და სახელმწიფოს დაემსგავსა მაგრამ ბოლომდე ვერ შეიკრა რადგან, მათი ხალხები დედამიწის მრავალ წერტილზე გაფანტულიყო. ხოლო "წითელი მსაჯულები" ეგრედწოდებულ კანონგარეშე გამოცხადნნენ. ხალხმაც ესე აღიქვა, ესეთი აზრი ჩამოყალიბდა, ან შთააგონეს, რადგან მსაჯულთა ქმედება ყოველთვის უფრო აგრესიული და უმოწყალო იყო, ხოლო მცველები სახელიდან გამომდინარე, დაცვით პოლიტიკას ატარებდნენ.
2129 წლისთვის ომი თითქმის დასრულდა. ის სახელმწიფოები რომლებიც ზე-დ იყო შერაცხული ან გამოცხადებული ისტორიას ჩაბარდა და ახალი ერა დაიწყო. მაგრამ ამ ერას შეხვდა არა 12 მილიარდი მოსახლე, არამედ 4 მილიარდი პლანეტის მობინადრე და ამაში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ისევ ადამიანია. ეს არის მისი თვითდესტრუქცია, მან მისი ორი მესამედი გაინადგურა და ეხლა ცდილობს გადარჩეს მისი თვითშერქმეული ცივილიზაციის ნანგრევებში.
ომის დასრულებიდან 12-15 წელიწადში სისტემები ამუშავდა, კანონმდებლობა ახლიდან ითლებოდა.
სადღაც, ვიღაც ჭკვიანები ზიან და ცდილობენ ისეთი მართველობის მოდელი შექმნან, რომელიც ყველანაირ ინციდენტს, დაძაბულობას და კონფლიქტს გამორიცხავს, ცდილობენ მშვიდობიანი კონდიცია ჩამოაყალიბონ ხალხებში და მშვენიერი სამყარო დაიბადოს, მაგრამ რა სისულელეა. იგივე ფირფიტა დატრიალდება. ისევ ისეთ მართვის მოდელს შეიმუშავებენ, ისევ სუსტების დამონებას შეუდგებიან, ისევ ისევე ლამაზად, როგორც აქამდე ხდებოდა ძველ ერაში.

                                                              ძველი ერა.

ყველა დეტალი გათვლილი იყო. განათლების სისტემა შესუსტდა იმ დონეზე, რომ თაობების მსოფხედველობა ყოფილიყო ისეთი, როგოიც მათ სურდათ. "მათ".
მსოფლიო აღვირახსნილობა, რომელიც მხოლოდ ამახინჯებდა ამ გულისამრევ სპექაკლს, გონებრივი გადაგვარება. მოკლედ რო ვთქვა, "ისინი" ძალიან ჭკვიანები იყვნენ იმისთვის რო მსოფლიო დინება შეეცვალათ.
შეთხზული ომები, იმისათვის, რომ მსოფლიო მოსახლეობა შემცირებულიყო, ბიოლოგიური იარაღი, რომლებსაც თითქმის ყველაფერში გამოიყენებდნენ: საკვებში თუ სასუნთქში.
ელექტრონული სისტემები და მოწყობილობები, რომლების უახლეს ტექნოლოგიებად მიიჩნეოდა და მეცნიერების პირმშოს წარმოადგენდა, რეალურად ტვინის გამორეცხვის საუკეთესო საშუალება იყო.
პროგრამები, რომელიც სახალხოდ იყო ინტერნეტ სივრცეში გამოფენილი, არაჩვეულებრივად იყო გათვლილი ისე, რომ ტვინის რეცხვა ადრეული ასაკიდანვე დაწყებულიყო და შედეგი მაქსიმალური ყოფილიყო "გამოშტერებული ხორცის ნაგლეჯი" რომელის ერთი ლუკმის გამო ყველაფერს გააკეთებდა.
მოისპო და ამოიძირკვა სიტყვა მორალი თავისვე ფუქციით, გაქრა პატივმოყვარეობა და თავმოყვარეობა, ადამიანმა სულ დაკარგა თავისი ჩარჩო და პირუტყვს დაემსგავსა.
"დემოკრატია" გასული ერის ერთ-ერთი გამორჩეული სიტყვა, რომელმაც დიდი როლი ითამაშა "მათ" გეგმების ხორცსხმაში.
"თავისუფლება" დემოკრატიის შვილი, რომელმაც გაადადგურა ადამიანის ზნეობის წრედი. არადა დემოკრატია და მისი თავისუფლებაა ერთადერთი მონათმფლობელი ამ პლანეტაზე.
2084 წლისთვის ამ ყოველივეს თან დაერთო მისივე შვილის, ხელოვნური ინტელექტის მაშინდელი მძლავრი თაობა "როგლი" რომელმაც თავისი ფუნქციებით, შესაძლებლობებით და განვითარებით 2091 წლისთვის თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა და მისი მართვის სადავეები ხელთ იგდო.
როგლმა იცოდა ყველაფერი, ყოველ ინდივიდზე, და ხედავდა ყველას და ყოველთვის. გაჯეტი, რომელიც ადამიანის დამხმარე უნდა ყოფილიყო მისი ბატონი გახდა, ბევრმა ეს გააპროტესტა, ბევრი გამოსვლები მოყვა, გამოსვლების დარბევა, მსვერპლი არც თუ ისე ცოტა იყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ როგლის მუშაობა, სხვადასხვა რელიგიასა და კუტურას ეწინააღმდეგებოდა, სახელმწიფოების ყოველთვის არ იჭერდნენ საზოგადოების მხარეს გარკვეული მიზეზების გამო.
დაიწყო მასშტაბური მოძრაობა, მაგრამ მალევე შემცირდა, ხალხი დამოკიდებული იყო როგლზე, მის გარეშე, არ ხდებოდა ანგარიშწორება, სამსახურში გამოცხადების დასტური, სასამართლოში მტკიცებულებები, ინფორმაცია, მონაცემთა ბაზა, მოკლედ, ყველა სისტმა მიერთებული იყო როგლზე და ეს ამ ტვინიკოსებმა თავისი ნებით გააკეთეს, თავისი ხელით გაყიდეს თავისუფლების ის ნაგლეჯი, რას შემორჩენოდათ და რის გამო: ჰა ჰა ჰა ჰა, კონფორტი, სიადვილე, მარტივი კომუნიკაცია, სწრაფი მუშაობა. ფუ რა ამაზრზენია. თვითონვე გამოიბეს ბაწარი ყელზე და თვითონვე გადასცეს ბაწრის ბოლო, თავიანთივე შექმნილ დაწყევლილ სისტემას და ეხლა არ მოწონთ მონობა, რომელიც ესე ძალიან ეჩქარებოდათ.
შემცირებული მოძრაობა ბევრ ვერაფერს აკეთებდა, მათი პროტესტები გამოიხატებოდა, კამერების დამტვრევით, რუგლის შენობების საღებავებით შემკობით და ასე შემდეგ.
სულ მალე მოძრაობის რიგებმა შევსება დაიწყო, ბევრი გამოეთიშა სისტემის სრულყოფილებას და არჩია იმ დროისთვის ძალზე რთული ცხოვრება და თან მაშინ, როცა პლანეტის ეკოსისტემა განადგურების გზას მშვიდად მიყვებოდა. თითქმის შეუძლებელი იყო ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა აგროკულტურის განვითარება რათა "მოკვეთილებს" თავიანთი თავი და ოჯახები გამოეკვებათ.
ამავდროულად ეგრედწოდებულ ცივილიზებულ სამყაროში დიდი პოლიტიკური დაძაბულობა სუფევდა, ზესახელმწიფოების მანიპულაციებს საზღვარი აღარ ქონდა. მანიპულირებდნენ, სარწმუნოებით, ეთნიკურობით, კულტურით, ნაციონალობით და ხალხს ამ ყველაფრის ჯეროდა. აღშფოთების გამოხატვა გადაიზარდა ხალხობრივ დაპირისპირებაში.
სამი სახელმწიფო სისტმას საერთოდ გამოეთიშა და ჩაიკეტა თავის ქვეყანაში, ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე და შემდგომ გაერთიანდნენ.
გაერთიანებას სისტემამ "ველურთა გაერთიანება" უწოდა მსოფლიოს წინაშე და ეს იყო ომის დასაწყისი. ე.წ. ველურთა გაერთიანებამ სისტემის რვა თანამგზავრი გაანადგურა ორბიტაზე, პასუხისმგებლობა თავად აიღეს ამ ქმედებაზე და დაპირისპირება გაახმაურეს:

"ჩვენ არ ვართ ველურები. შვენ ვართ ის, ვისაც ღირსება შერჩა და იმ დაშვებულ შეცდომას, რომელიც სისტემაში ჩართვას წარმოადგენდა, ვასწორებთ. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ის ვინც სისტემას ჩაეხსნება, რადგან ის ჩვენს აღმოსაფხვრელად შეიქმნა. ჩვენი ქმედება ისეთივე რადიკალურია და სასწრაფო, როგორიც ქირურგიული ოპერაცია მეტასტაზების ამოსაკვეთათ. ჩვენ განვსჯით და ჩვენვე დავსჯით. ჩვენ დღეს მსაჯულები ვართ"

2101 წელი.
ღამე დღედ იქცა, ზეციურ ნათებას სიკვდილის ტალღამ გადაუფრინა და მომდევნომ კი ნანგრევები ჩამოატარა. სისტემის ერთ-ერთ დიდ ქალაქს ატომური ასაფეთებელი მოწყობილობის ღრუბლის შარავანდედი დაადგა თავს. ლატარა მიწასთან გასწორდა.

რა ჯანდაბააა? ათი ათასობით წლის განმავლობაში ამ რასამ ვერ დაიმახსოვრა ის რომ, მას არ შეუძლია სხვანაირად. მისი არსებობის კოდია ესეთი, მისი ბუნებაა ესეთი, ყველა ერთისკენ მიისწრაფვის, ზოგი გაუცნობიერებლად, ზოგიც პირიქით, მიზანმიმართულად და როცა ორის ინტერესები ერთამანეთს გადაკვეთს აი რას მიიღებთ.







ჰოვარდ ჰუკერი - კოსმოსური ჰომალდების ინჯინერი, რომელმაც დააპროექტა ისტორიაში ყველაზე დიდი კოლონიზაციის აპარატი. 2175წ.
კარლს სტატი- ინჯინერ-მეცნიერი. დააპროექტა და განახორციელა პროექტი "სტასერი" , ძრავის ტიპი რომელიც საწვავს წარმოედგენდა მისივე მუშაობით გამოყოფილი ენერგია, ანუ ძრავი რომელიც მუდმივად მუშაობს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები