ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მინიმე
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2017


მეგობრებს

სკოლის კედლებში მიტოვებულ
ოცნებებს ვეძებ,
ვტირი ხმამაღლა,ყოველღამე,
არ ჩანს იმედი,
ღმერთო ! ცუდად ვარ,
გამიგე და შენ მაინც მენდე,
ცრემლებიც დაშრა,თორემ
ჩემს თავს დავიტირებდი.
სკოლის კედლებთან,ნანგრევებში
გდია ბავშვობა,
ლამაზი წლები,უდარდელი,
ნაკლებ მშფოთვარე,
ტკივილი იქაც საკმარისად
და ოხრად გვქონდა,
თუმცა ცხოვრების სირთულენი
ახლა ვიწამეთ.
სკოლის კედლებთან ისევ
დარბის ჩვენი ბავშვობა,
დაჭერობანას თამაშობენ
შავი დღეები,
ერთ დროს ოცნება,იმედები,
ჯიბით დაგვქონდა,
რას ვიფიქრებდი ნაცარივით
რომ მოვაბნევდი.
სკოლის კედლებში მიტოვებულ
ოცნებებს ვეძებ,
არსად არა ჩანს,სიბნელეა,
ნუ როგორც წესი,
შენ მეგობარო,ნუ დამტოვებ
მჭირდები ახლა,
რათა ყოველთვის მოვიგონო
განვლილი წლები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები