| ავტორი: ბ.გ ჟანრი: პროზა 20 აგვისტო, 2017 |
წარმომიდგენია მეუღლის ნათქვამი სიტყვები–ორსულად ვარ,გიორგი… არ ვიცი რას ვიზამ მაგ დროს,უზომო სიხარულისგან სავარაუდოდ ვერ ამოვიღებ ხმას რამოდენიმე წამი,შესაძლოა სიხარულის ცრემლებიც კი წამომივიდეს . პირველი რასაც გავაკეთებ,ქვეყანას შევძრავ,რომ განუსაზღვრელად ბედნიერი ვარ. ყველაფერს გავაკეთებ რომ ორსულობამ უპრობლემოდ ჩაიაროს, მოფერებასა და ბავშვისადმი ყოველდღიურად სითბოს გამოხატულებაზე აღარ ვსაუბრობ. რაც არ უნდა დაღლილი დღე მქონდეს სამსახურში,ყოველ დღე რომ არ ვუთხრა თუ როგორ მიყვარს ის და დედამისი,ყოველ საღამოს რომ არ ჩავიკრა გულში და არ ჩავიხუტო მაგრად,როგორ დავიძინებ?! გამორიცხულია… ამბობენ,კირჩხიბები საკმაოდ კარგი მეოჯახეები არიანო,ეს კიდევ უფრო მიღრმავებს იმედებს რომ კარგი მამა ვიქნები(მიუხედავად იმისა რომ ჰოროსკოპს ხშირად არ ვაკვირდები), თუმცა მხოლოდ ჰოროსკოპის იმედად არ უნდა იყოს კაცი… არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რათქმაუნდა ბავშვის სქესს, ჩემი მოლოდინები გვარის გაგრძელებაზე და ამდაგვარ პრიმიტიულ დეტალებზე მეასეხარისხოვანია. ძალიან ლამაზი შვილი მინდა მყავდეს(სავარაუდოდ დედას უნდა დაემსგავსოს ),ჩემი ვალდებულება კი,გნებავთ მოვალეობა ვუწოდოთ ამას, არის პირველ რიგში შევუქმნა ჩემს შვილს ის მომავალი,რომელიც მას საფრთხეს არ შეუქმნის ცხოვრებაში,თუნდაც ეს ჩემი საფრთხის სანაცვლოდ იყოს,იმ დრომდე სანამ სრულფასოვან პიროვნებად არ ჩამოყალიბდება და მერეც რასაკვირველია,უბრალოდ შედგომ სრულწლოვანებისა თუკი ეს თავად მოესურვება,მანამდე კი მე მას ვასწავლი სიკეთეს,როგორ უნდა აკეთოს ისე რომ არ დაიჩაგროს,მივცემ ძალას იმისა იცხოვროს თავაწეული, ვიმედოვნებამ ამ ყველაფრისგან ის პატიოსნების ცნებას ბოლომდე შეისისხლხორცებს. მინდა სიყვარული ვასწავლო… არც ისეთი სიყვარული რომ მელანქოლიკი გახდეს და გულისტკივილით იცხოვროს,ანუ ზომიერება მინდა ისწავლოს ცხოვრებაში,რაც ყველგან გამოადგება. ჩემი შვილი აუცილებლად ლამაზი რომ უნდა იყოს თქვი უკვე ? კი აუცილებლად ლამაზი იქნება , მინდა ყველა ადამიანში სილამაზის დანახვა იცოდეს, გარეგნულ სილამაზეს არ ვგულისხმობ, შინაგანად ლამაზი სული უნდა ჰქონდეს, მხოლოდ ფასადი ადამიანები არ უნდა სძულდეს,ისინი უბრალოდ ებრალებოდეს,ასე რომ სიბრალულიც უნდა იცოდეს რა არის(უბრალოდ არასწორი მიმართულებით არ უნდა გამოხატოს ეს). მეგობრობა უნდა იცოდეს ისეთი,რომ ყველას მასთან უნდოდეს მეგობრობა, მეგობრობის არჩევანში კი სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეს,ვისთანაც ის იგრძნობს თავს კარგად მასთან უნდა იურთიერთოს,ასე იქნება პარტნიორის შემთხვევაშიც და ყოველთვის,არჩევანის თავისუფლებას რაც შეეხება. თანადგომა მინდა ვასწავლო,გაჭირვებულის დახმარება,ეს ქმედება ისევ მისთვის, ერთის მხრივ იმიტომ რომ სიკეთის კეთებას შეეჩვევა და მოგვიანებით ვალდებულებად ჩაუთვლის თავს დაეხმაროს მას,ვისაც ეს დასჭირდება,ხოლო მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ბოროტისა და კეთილის გარჩევა მოუწიოს შემდგომში,რადგან უნდა იცოდეს, სიკეთეს დათესვა რთულია,ყოველთვის კეთილად არ დაუბრუნდება,ზოგჯერ ბოროტებითაც გადაუხდიან და ამასაც უნდა შეეგუოს. გაჭირვებაც უნდა გამოსცადოს და ფუფუნებაც ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე,რადგან ოქროს შუალედი იპოვოს მათ შორის, გაჭირვებისგან მოთმენა,რწმენა და შრომა რომ ისწავლოს,ხოლო ფუფუნებისგან მიხვდეს გადიდკაცება, ზედმეტი ამბიცია და სიზარმაცე რომ აკნინებს ადამიანს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი შვილი უშუალო პიროვნება იყოს, დააფასოს ყველა ვინც ამის ღირსი იქნება,განურჩევლად სქესისა,რასისა,რელიგიური აღმსარებლობისა და შესაძლებლობებისა… მე უკვე ძალიან მიყვარს ჩემი მომავალი შვილი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. კარგი ხარ ნექტარი :) შენც იხარე ჩემო კარგო კარგი ხარ ნექტარი :) შენც იხარე ჩემო კარგო
3. ყველაფერი ეს ხმამაღლა მოუყევი ყოველ საღამოს და მას დაბადებამდე ეცოდინება ეს ყველაფერი, მერე კი დადგება აქ პრაქტიკული ხორცშესხმა მიღებული ინფრმაციისა. და იყოს ბედდნიერი და იხარეთ ერთად ყველამ. ყველაფერი ეს ხმამაღლა მოუყევი ყოველ საღამოს და მას დაბადებამდე ეცოდინება ეს ყველაფერი, მერე კი დადგება აქ პრაქტიკული ხორცშესხმა მიღებული ინფრმაციისა. და იყოს ბედდნიერი და იხარეთ ერთად ყველამ.
2. კატეგორია არ ვიცოდიი რა მიმეთითებინა,ამიტომ მივუთითე პროზა... მადლობა :) კატეგორია არ ვიცოდიი რა მიმეთითებინა,ამიტომ მივუთითე პროზა... მადლობა :)
1. როგორც პროზა რა ვთქვა, მაგრამ როგორც გრძნობა, კარგია როგორც პროზა რა ვთქვა, მაგრამ როგორც გრძნობა, კარგია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|