ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.გ
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2017


.......

დროში აცდენილს მოგონებამ დამიპყრო სრულად,
მაშინ ბრძოლებად იღვრებოდა ერი ქართლისა,
მემატიანის კალამი ღწერს სამშობლოს მტრულად
ილიას სტირის ხალხი დღესაც,სახელს მართლისას...
სიბრძნეს ვიღებდით ქედს მიღმა რომ ლურჯი მთებია,
კოლხეთის მიწას ვფიცულობდით ადრეც და...კვლავაც!..
ჩვენს მინდვრებს სულში წარსულთ სისხლი ჩაჰგუბებია,
საქართველოსთვის? ყველა გმირია,დღესაც და ხვალაც!
დროა სიფხიზლის,აღარ გვინდა სულელი,შტერი,
გულით გვწამდეს,ტვინით ვიფიქროთ და არა ენით,
ჩვენ ბევრი ვაგეთ,თუმცა მაინც შემოვრჩით ერი,
მე მაინც მჯერა,გადავრჩებით უფლისა რწმენით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები