 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პოეზია 21 აგვისტო, 2017 |
ვის დავაბრალო ჩემი დეპრესია ?! ფანჯრის რაფაზე ვზივარ, ღამის სიბნელე თორმერტს გადასცდა, ქუჩის კუთხეში, ცარიელი ავტობუსის გაჩერებასთან ზის კაცი, მგონი უკვე სიგარეტის მეორე კოლოფს სცლის, ბავშვებისგან მიტოვებულ ეზოებს ლამპიონის მბჟუტავი შუქი ანათებს. ვის დავაბრალო ჩემი დეპრესია ?! ამ ქალაქში მხოლოდ ძაღლებს სძინავთ მშვიდად, ისიც შუადღის მზით გამთბარ ასფალტზე, მილიონიან ქალაქში მხოლოდ სამი ფანჯრიდან ანათებს შუქი, ანუ ქალაქში მხოლოდ სამს ღვიძავს, ვის დავაბრალო ჩემი დეპრესია ?! ამინდებიც გასაოცარი სიზუსტით ამართლებს პროგნოზს, მოზომილი მზით, მოზომილი ღრუბლიანობით, ზღვაში ტალღებია თბილი, ზღვაში წვეთია სუფთა, კამკამა. ვის დავაბრალო ჩემი დეპრესია?! ღამის სიჩუმეს მხოლოდ მანქანები მოძრაობა არღვევს, ისიც წუთიერად. მილიონიან ქალაქში ცაზე თვითმფრინავებიც განრიგით ფრენენ, არაფერი უჩვეულო, არაფერი მოულოდნელი, ღამის სიბნელე თორმეტს გადასცდა. წლებია ამ ქალაქში მხოლოდ სამს ღვიძავს...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ოო დეპრესიაო.. ოო დეპრესიაო..
1. ჩვენ დაგვაბრალეთ რა გენაღვლებათ ჩვენ დაგვაბრალეთ რა გენაღვლებათ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|