1 შენი დანახვა ამ გულს ჯერაც ადევს ხუნდებად და სიყვარულით დღევანდლამდე გლოვას უნდება, ვერ მილეულა ვეღარაფრით გულის სახმილი და ეს უშრეტი ცრემლთა დენაც ვერ ძაბუნდება.
2 შენი ხილვისგან ზღაპრად დარჩა მთელი ქონება, შენმა თვალებმა გაახელეს საღი გონება. საწუთრო შენით საკუთარ თავს გაუნაპირდა, მზეს შენი ჩრდილით ქვეყანაზე არ ედგომება.
3 ერთ ღამეს მთვარემ მოიხილა შენი ღაწვი და შურით თვალთაგან სისხლის ცრემლი წამოაწვიმა და როცა ღაწვებს მისი წვეთი ჩამოეღვარა, მაშინ გამოჩნდა შენი ღაწვიც, ნაზი ასწილად.
4 შენს ძიებაში გაილია რამდენი ღამე, ბევრი ამო დღეც, შენს ბაგეებს რაც მივეკარე, წახველ და ახლა დღეცისმარე ამას ვჩურჩულებ: შენთან შეხვედრის განთიადიც დაღამდეს ბარემ.
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|